"ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესზე ზეწოლისა და ხელის შეშლის ვერცერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე ისაუბრა.

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უვადო სპეცნებართვა, რომელიც ინვესტორს გააჩნია, 2013 წელს, ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერაა გაცემული.   

 

„მინდა, დავიწყო თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემით. ეს არის ვაკის პარკში, გიგი უგულავას მიერ, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი - უვადო სპეცნებართვა და ამ კომპანიას მიეცა უფლება, ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა ააშენოს, რაც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულია. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან მძიმეა.  ამ მშენებლობას აქტივისტების ჯგუფი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. დავები იყო სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული. რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი სახით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვემების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა და რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომლებიც მისი მერობის დროსაა გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ინვესტორის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა თბილისისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში სასტუმრო არ აშენდეს.

 

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა. ეს ცალკე ისტორიაა - ის პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში - ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





მსგავსი სიახლეები
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და­ქორ­წინ­და
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
"ივანიშვილი მეორედ დაამარცხებს სააკაშვილს, იმიტომ რომ, ივანიშვილი უკეთ ახერხებს ოპოზიციური ძალების კონსოლიდირებას"