დედაქალაქში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტი და პროექტი შეიქმნება

დედაქალაქის მერია თბილისში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტსა და პროექტის შექმნის საკითხს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც, არსებული გარე განათებები ჩანაცვლდება.

 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ქუჩა შესაბამისად უნდა განათდეს, შეიქმნას გარე განათების სტანდარტი, რაც დღეს დაცული არ არის.

 

„მინდა შევეხო გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტისა და პროექტის შექმნის საკითხს.  დღეს, თბილისში ქუჩების სტანდარტი არ არის დაცული და ყველა ქუჩა სხვადასხვანაირად არის განათებული. რა თქმა უნდა, ყველა ქუჩა ერთნაირად არ უნდა იყოს განათებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუჩა, ცენტრალური მაგისტრალები, საუბნო ქუჩები, შესაბამისად, საჭიროა, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა ქუჩას შესაბამისი განათება ჰქონდეს. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე LED ტიპის განათების სისტემაზე, რომელიც ეკონომიურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

მისივე თქმით, თავდაპირველად, ტენდერი გარე განათების სტანდარტის პროექტირებაზე, შემდეგ კი გარე განათების არსებული სისტემის ჩანაცვლებაზე გამოცხადდება.

 

„ეს სტანდარტი იქნება კომფორტული ქვეითებისთვის, მოსახლეობისთვის, გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს. „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალება, გამოაცხადოს ტენდერი პროექტთან დაკავშირებით. როდესაც უკვე პროექტი მომზადდება, გარე განათებების LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული, რომ ეს ცვლილება მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, გარე განათების სისტემის ჩანაცვლებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული მიმართულება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.  

 





მსგავსი სიახლეები
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და­ქორ­წინ­და
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
"ივანიშვილი მეორედ დაამარცხებს სააკაშვილს, იმიტომ რომ, ივანიშვილი უკეთ ახერხებს ოპოზიციური ძალების კონსოლიდირებას"