ჩინეთის გამოცდილება: შრომითი პერსონალის მართვა, კორუფციასთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

 

პოლიტიკური მომომხილველის - სიმონ კილაძის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე - "ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“.

 

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღწეული წარმატებები - „ჩინური ეკონომიკური სასწაული“ – რომელმაც ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და განვითარებულ  სახელმწიფოდ გადააქცია, მუდმივად იწვევს პოლიტიკოსების, ექსპერტ-ანალიტიკოსების და შეიძლება ითქვას, საზოგადოების თითქმის ყველა კატეგორიის წარმომადგენელთა დაინტერესებას.


ჩინეთის მიღწევებზე და ჩინელი ხალხის წარმატებებზე, ამ უდიდესი ისტორიის მქონე ხალხის გამოცდილებაზე ბევრი რამ არის დაწერილი როგორც ევროპულ, ასევე რუსულენოვან ლიტერატურაში, თუმცა ქართულად, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი კვლევითი ნაშრომი არ გამოქვეყნებულა, რაც საკმაოდ არასასიამოვნო და სამწუხარო ფაქტია. არადა, ძალზე საინტერესოა იმის გაცნობა, თუ რას მიაღწია ჩინეთმა განსაკუთრებით ბოლო 40 წლის განმავლობაში, 1978 წლიდან დაწყებული, როცა კომუნისტური პარტიის მე-11 მოწვევის მე-3 პლენუმმა „რეფორმებისა და ღიაობის“ („გახსნილობის“) პოლიტიკა გამოაცხადა, რეფორმატორების ჯგუფის ინიციტივით, რომელსაც დენ სიაოპინი ხელმძღვანელობდა.


როგორც ცნობილია, „ეკონომიკური რეფორმების“ განხორციელებას სტარტი ჩინეთის კომპარტიის XII ყრილობაზე მიეცა (1982 წელს), ხოლო XIV ყრილობაზე გამოცხადდა სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის კურსი ჩინური სპეციფიკით. როგორც დენ სიაპინი ამბობდა, „არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა კატა, მთავარია, რომ თაგვები დაიჭიროს“.


დიახ, კომუნისტურმა პარტიამ, იდეოლოგიურმა რეფორმებმა გიგანტური როლი შეასრულეს ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში, „ჩინური სასწაულის“ განხორციელებაში, რომელიც, რასაკვირველია, თავისით არ მომხდარა. პარტიამ ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენა ჩინელი ხალხის დამოკიდებულება შრომასთან, აღმშენებლობით კალაპოტში მოაქცია შრომის ისტორიული ტრადიციები და ახლებურად მოაწყო შრომის ორგანიზაცია.

 

პერსონალის მართვა ჩინურ კომპანიებში

 

ჩინელთა დამოკიდებულება შრომისადმი ჩამოყალიბდა ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების, აგრეთვე ფილოსოფიურ და რელიგიური აზროვნების გავლენით - დაოსიზმით, კონფიციანელობით და ბუდიზმით. ჩინელთა ცხოვრების მთავარი საფუძველია ჰარმონია და ადამიანებს შორის თანხმობა. შესაბამისად, ამ პრინციპებს ეფუძნება მათი დამოკიდებულება შრომის მიმართ.


ჩინეთის შრომითი კანონმდებლობით პერსონალი კარგადაა დაცული. დამსაქმებელს ძალიან მცირე შესაძლებლობები აქვს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ან დაჯარიმების მიზნით. შრომის კოდექსის თანახმად, რომელიც 2008 წლიდან არის ძალაში, დამსაქმებელი ვალდებულია სამუდამოდ ჰყავდეს დასაქმებული ის თანამშრომელი, რომელმაც საწარმოში 10 წელი აქვს ნამუშევარი. საინტერესოა, რომ ჩინელ მუშა-მოსამსახურეებს ფართო უფლებები აქვთ დამსაქმებელს სასამართლოში უჩივლოს, მაგრამ შრომითი დავების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ექსპერტების აზრით, შესაძლოა ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს ასრულებს ჩინური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცნება სახელწოდებით „გუანსი“, რაც ნიშნავს „შენ - მე“, „მე - შენ“. გუანსის პრინციპით, ადამიანებს შორის არაფორმალური შეთანხმებები კანონზე მაღლა დგას, რაც ევვროპული ქვეყნებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ სამუშაოზე დარჩენაა აუცილებელი, ჩინელი მუშა არ დაიწყებს იმის გარკვევას, თუ რამდენს გადაუხდიან ზეგანაკვეთური (ზედმეტი დროით) მუშაობისთვის. მან, უბრალოდ, იცის, რომ აუცილებლად იქნება წახალისებული. გარდა ამისა, დამსაქმებლები ლოიალურად უყურებენ მოსამსახურეთა ადრე წასვლას სახლში, ავადმყოფობით რამდენიმე დღის გაცდენას - შესაბამისი ბიულეტენის გარეშე - და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ორივე მხარე გუანსის პრინციპის ერთგულია. გუანსის საფუძველზე არც დამსაქმებელი და არც დასაქმებული შრომის კანონმდებლობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ (დავის იურიდიულად მოგვარების თვალსაზრისით), ამიტომაც საქმე ღია კონფლიქტამდე არ მიდის.


ყველა ჩინურ კომპანიაში საახალწლო საჩუქრებს არიგებენ ფულადი პრემიების სახით. თანამშრომელს პრემიებს პირადად ხელმძღვანელი გადასცემს წითელი კონვერტით, რასაც „ჰუნბაო“ ჰქვია. რასაკვირველია, ბონუსის მოცულობა დამოკიდებულია როგორც კომპანიის, ასევე თვითონ თანამშრომლის მუშაობის დონეზე.. ამასთან ჩინურ კომპანიებში მიღებული არ არის დეტალურად შეაფასონ ტანამშრომლის წვლილი ეფექტურობის თვალსაზრისით. უმრავლეს შემთხვევაში პრემიის მოცულობას მენეჯერი განსაზღვრავს, თანამშრომლეს კი მხოლოდ შეუძლია ის ივარაუდოს, თუ დაახლოებით რამდენი კუპიურა იქნება ჰუნბაოში.


კიდევ რამდენიმე გამოცდილება ჩინეთის მოქალაქის მუშაობიდან:

ა) საჯარო თვითკრიტიკა: კომპანიებში და დაწესებულებებში ხშირად ხდება ხოლმე, რომ თანამშრომლები თვითონ წერენ საკუთარ დახასიათებებს - ნაკლოვანებებისა და შეცდომების ჩამოთვლით. მენეჯერები მათგან ამოარჩევენ ყველაზე ცუდებს და საჯაროდ დაფაზე აკრავენ ფოტოსურათებით. კომპანიის ხელმძღვანელები ასე ებრძვიან პასუხისმგებლობის დაბალ დონეს - „ცუდები“ ხომ ყველანაირად ეცდებიან შავი დაფიდან თავიანთი სურათის მოხსნას.


ბ) დღის დასვენება. ჩინეთში მიღებულია, რომ რომ დღისით თანამშრომელმა სამუშაო ადგილზე წაიძინოს - უბრალოდ, მაგიდაზე თავი დადოს და წასთვლიმოს. ეს ჩინელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა - ისეთი, როგოროც სიესტაა ევროპის ხმელთაშუა ზღვიპირა ქვეყნებში.


გ) კურორტზე დასვენება ზედმეტი მუშაობის გამო. იმ შემთხვევაში, როცა წლის ბოლოს აუცილებელია გამოსასვლელი დღეების გარეშე მუშაობა, კომპანია ხშირად თანამშრომლებს კურორტზე უფასოდ დასვენებას სთავაზობს.


დ) შვებულებები. 2008 წლის შრომის კოდექსის მიღებამდე ჩინეთში შვებულებები, პრინციპში, არ არსებობდა. მშრომელები დასვენებით სარგებლობდნენ ტრადიციული ახალი წლის - სავსე მთვარის პერიოდის დადგომისას - დაახლოებით 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე. ამ პერიოდში დასვენება  ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, ბევრი საწარმო დროებით იხურება, თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლებში მიდის და გარდაცვლილთა სულებს მოიხსენიებს.


ე) ურთიერთშეცვლის პრინციპის არარსებობა. ჩინურ კომპანიებში საკმაოდ მკაცრადაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზონა. ხშირად კოლეგები ერთ მაგიდაზე, გვერდიგვერდ მუშაობენ, მაგრამ პირველმა არ იცის, მეორე რას აკეთებს. ეს კონფუციანელობის ერთ-ერთი პრინციპია - სამყაროში რომ ჰარმონია იყოს, ყოველმა ადამიანმა სწორად უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო და სხვებს არ უყუროს.

 

ბრძოლა კორუფციასთან

 

კორუფცია მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოშია გავრცელებული და მას ყველგან ევრძვიან, მათ შორის ჩინეთშიც, თუმცა, რასაკვირველია, აღმოსავლელი ხალხების მენტალიტეტის გათვალისწინებით.


ჩინურ კორუფციაზე, ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდების გათვალისწინებით,  ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მოკლედ შემოვიფარგლოთ და ბოლო პერიოდი დავახასიათოთ, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


2012 წელს ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი გახდა, პარალელურად კი, 2013 წლის მარტიდან - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე. მან თავის საქმიანობაში პრიორიტეტები წარმოაჩინა და მათგან ყველაზე მთავარი - ბრძოლა კორუფციასთან.. უპირველეს ყოვლისა შემუშავდა 8 პუნქტიანი ქცევის „კოდექსი“ სახელმწიფო ჩინოვნიკებისათვის, რომელიც ყველამ ზეპირად უნდა იცოდეს და მტკიცედ უნდა შეასრულოს.


პირველი - უარი ზეიმებს და ფორმალიზმს. ბუნებრივია, ბევრ ჩინელ მაღალჩინოსანს და გუბერნატორს უყვარს ფართო ზეიმები, წვეულებები, ბანკეტები (ვითომ ხალხთან შეხვედრების მოტივით). ცხადია, ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ახლა კი ნურას უკაცრავად.

მეორე - უარი კომერციულ ღონისძიებებს: ლენტის გაჭრას, პირველი აგურის დადებას, საძირკვლის ჩაყრის აღნიშვნას, კერძო ბიზნეს-კონფერენციებში მონაწილეობას და ა.შ.

მესამე - უარი უცხოურ ვიზიტებს (ან თუ აუცილებელია, მათი მინიმუმადე დაყვანა), თანაშემწეთა შტატის მკვეთრი შემცირება.

მეოთხე - უარი გზებისა და ქუჩების გადაკეტვას (სამთავრობო კორტეჟების გავლისას).

მეხუთე - უარი ზედმეტ პიარს: ახალ ამბებში და გადაცემებში გამოჩენა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს.

მეექვსე - უარი საკუთარი წიგნების, პუბლიკაციებისა და ავტობიოგრაფიების გამოქვეყნებას.

მეშვიდე - უარი ფუფუნებას: ავტომანქანების გამოწერა, ბინები, საგზურები საკუთარი თავისთვის და ა.შ.

მერვე - უარი გაუცხოებას: რიგით მოქალაქეებთან ხშირი კონტაქტი და მათთან გასაგები ენით საუბარი.


თავდაპირველად, ჩინელ ჩინოვნიკებს ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონათ და დემაგოგიად მიიღეს. არავინ სერიოზულად არ დაფიქრებულა, რომ ახალ თავმჯდომარეს ხუმრობისთვის არ ეცლებოდა. ჩინოვნიკებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ სი ძინპინს სერიოზული ბრძოლა ჰქონდა გადაწყვეტილი კორუფციის წინააღმდეგ. „ან მაღალი ზნეობა და მორალი, ან დახვრეტა“ - აი, ახალი სტრატეგიის მთავარი იდეა. ცხადია, დახვრეტები ადრეც იყო, მაგრამ სი ძინპინმა სერიოზულად შეცვალა კორუფციასთან ბრძოლის ყველა მეთოდი. „ან კომპარტია გაიმარჯვებს კორუფციაზე, ან კორუფცია კომპარტიაზე“, - გამოაცხადა სი ძინპინმა 2014 წელს. შეიქმნა პარტიული დისციპლინის შემმოწმებელი ცენტრალური კომისია, რომლის წარმომადგენლები ყველა ქალაქში აგროვებენ კომპრომატებს სახელმწიფო მოსამსახურეებზე მოსახლეობის მხარდაჭერითა და დახმარებით. ეს ყველაფერი ფართოდ შუქდება მასმედიაში: რეპორტაჟები გაქსუებული ჩინოვნიკების მდიდრულ სახლებთან, აგარაკებთან, ავტომობილებთან და ბოლოს ჩინოვნიკის დაჭერა პირდაპირ ეთერში, ბორკილების დადებით. როგორც წესი, ბრალდებულებს ყველა ჯილდოს ართმევენ, ახდენენ ქონების კონფისკაციას და ტავს ციხეში უკრავენ.


ჩინეთში კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილება აჩვენებს, რომ მასმედიაში ფართო გაშუქებას პოზიტიური შედეგი მოაქვს. ანტიკორუფციული კამპანია ორ მთავარ ამოცანას წყვეტს: პირველი - ყველა ჩინოვნიკს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ის ვინმეს დაჭერის ინფორმაციას ისმენს, შემდეგი დასაჭერთა სიაში შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს და მეორე - ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა უნდა დაიბრუნოს და განიმტკიცოს.


ჩინეთში მარალჩინოსნების დაჭერა-დაპატიმრება, პროვინციების გუბერნატორების მოადგილეების, პარტკომების მდივნების, მსხვილი საწარმოების დირექტორების დონეზე, თითქმის ყოველდღიურად ხდება. იჭერენ მინისტრებსაც, მინისტრების მოადგილეებს, კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს წევრებსაც.


ალბათ, ბევრს ახსოვს გახმაურებული ფაქტი - თუ როგორ დააპატიმრეს ჩინეთში ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი, რომელიც პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო. საინტერესოა, რომ უწყების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მინისტრის მოადგილედ ყოფნის დროს მენ ჰუნვეი ქრთამს იღებდა და ჩინეთის კანონებს არღვევდა. დაპატიმრების შემდეგ მას ყველა რეაგალია გაუუქმეს (გამოიყვანეს სამინისტროს პარტკომისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობიდან, ჩამოართვეს ჯილდოები და ა.შ.).


რაც შეეხება დასჯის უკიდურეს ზომას - დახვრეტას. დაუზუსტებელი მონაცემებით, 2000 წლიდან კორუფციისათვის დაახლოებით ათი ათასი ჩინოვნიკი დახვრიტეს, 120 ათასს კი 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სი ძინპინის მმართველობის დროიდან დაწყებული, 2012 წლიდან მაღალი რანგის ჩინოვნიკთა დახვრეტის ტემპები შენელდა, მათ უმრავლესობას გრძელვადიან პატიმრობას უსჯიან. პოზიტიოური შედეგები აშკარაა: სახელმწიფო ბიუჯეტი ათბით მილიარდით დაიზოგა, პარტიის ავტორიტეტი მტკიცდება და ძლიერდება.

 

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა: ტაივანის პრობლემა

 

ტერმინი "ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა" 1980-იან წლებში შემოიტანეს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: მსოფლიოში არსებობს ერთი ჩინეთი, ხოლო ტაივანი, მაკაუ და ჰონ კონგი მისი განუყოფელი ნაწილებია, მიუხედავად მათი კაპიტალისტური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემისა. აგრეთვე. ჩინეთი არ ეწინააღმდეგება ტაივანთან უცხო ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.


ტაივანის საკითხი და მისი პოლიტიკური სტატუსი დღესდღეობით საკამათო საკითხია მსოფლიოს წამყვან პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შორის. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 180-მდე ქვეყანასთან აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები), მათ შორის საქართველო არ ცნობს ტაივანს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ამ კუნძულს მხოლოდ ჩინეთის შემადგენლობაში განიხილავს, მაგრამ ამავე დროს ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების აქვს დამყარებული 23 ქვეყანას (ნიშანდობლივია, რომ მათ შორისაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნები ნიკარაგუა და ნაურუ).


ჩინეთის პოზიცია ტაივანის საკითხთან დაკავშირებით სარგებლობს გაერო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 14-ჯერ ეთქვა უარი ტაივანს ორგანიზაციის წევრობაზე.


რაში მდგომარეობს ტაივანის საკითხის დარეგულირების არსი? რაღა თქმა უნდა ჩინეთის თანმიმდევრულ პოლიტიკაში. ბოლო წლებში საგრძნობლად დაუახლოვდა ჩინეთი ტაივანს, პეკინი მაქსიმალურად ცდილობს ეკონომიკურად მასზე დამოკიდებული გახადოს ტაიპეი.


ბოლო წლებში ჩინეთის კონტინენტურ ნაწილსა და ტაივანს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები გააჩნიათ (2010 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ორმხრივმა სავაჭრო ეკონომიკურმა ბრუნვამ 150 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა). პეკინი ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული ბიზნეს გარემო შეუქმნას და წაახალისოს ტაივანური ინვესტიციები. თავად ჩინეთიც დიდ ინვესტიციებს დებს ტაივანის ეკონომიკაში. ტაივანი შედის ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორთა ათეულში. ამასთან, მატერიკული ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერის ფონზე ტაივანელებისთვის მიმზიდველი გახდა წარმატებით აპრობირებული ჰონგ-კონგისა და მაკაოს პოლიტიკა - „ერთი სახელმწიფო ორი სისტემა“, რომლის მიხედვით ტაივანს მიეცემა დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროების გარდა. ეკონომიკური დაინტერესება, სრული ეთნიკური იდენტურობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და რეინტეგრაციული შიდაპოლიტიკური პრიორიტეტები სწორედ ის ნიადაგია, რაც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანებას.


ჩინეთის სწრაფი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის ზრდის ფონზე დღესდღეობით უკვე თითქმის აღარავის უღირს ტაივანის გამო ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭება. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი არა მხოლოდ ტაივანს, არამედ მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას ხდის პეკინზე დამოკიდებულს. ალბათ, დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე (განსაკუთრებით მსოფლიოს ფინანსური კრიზისისა და სხვა გლობალური გამოწვევების ფონზე) არ არის შორს ის დღე, როდესაც ტაივანში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იურისდიქცია დამყარდება.


წარსულს ბარდება ის დრო, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ხდებოდა პრობლემების გადაჭრა. დღეს უმთავრესი იარაღი არის ეკონომიკური მდგრადობა და სტაბილურობა. სწორედ ამ იარაღის გამოყენებას ცდილობს ჩინეთი ტაივანთან მიმართებაში ქვეყნის საბოლოოდ გაერთიანების მიზნით.

 





მსგავსი სიახლეები
უახლოეს მომავალში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა იგეგმება
„ყველა ნორმალურმა ადამიანმა მშვენივრად უწყის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მარო ბაბომ და შაქრო პაპამ ამდენი იციან? არ იციან, საქართველოში კიდე ეგეთი მარო და შაქრო აუ, რამდენიაააა!“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
„პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო“ - რატომ გასცა პრეზიდენტმა ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება
„მამუკა ხაზარაძემ რეალურად უნდა თქვას, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?!“
მიხეილ ბატიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა
„სააკაშვილის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - ამ ძალის სახე გახლავთ მისი ბიძა თემურ ალასანია“
„ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული და ელჩის დაბარება უკვე უნდა მომხდარიყო“ - რატომ უწოდებს ირანის პრეზიდენტი საქართველოს „დაკარგულ ტერიტორიას“
„არსებობს კადიროვის ახალი პროექტი და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა“
"ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება"-მამუკა ბახტაძე
„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი „აფიორა“ წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ - ეს აფერისტები!“
"შეწყალების კომისიასთან მიმართებაში ამ ეტაპზე „არც ერთი გვარი“ არ განიხილება"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
"2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა" - მამუკა ბახტაძე
„ნაციონალებს ახალი ლიდერი სჭირდებათ - 1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე“
„სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით“
რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?
"დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"
"სააკაშვილი "ბოროტი", ივანიშვილი "ცუდი", გამოსავალი? "კარგი!" - ჯუმბერ კირვალიძე
"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"