"ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ჩვენვე ვქმნით"

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატის დაზიანების ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში - „გაუფრთხილდი ქალაქს“, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

 

„რამდენიმე ხნის წინ ქალაქში სპეციალური აპარატები განვათავსეთ, რომლითაც მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. შეირჩა რამდენიმე ლოკაცია და პირველ ეტაპზე, რადგანაც ეს საპილოტე პროექტი იყო, სამი აპარატი განთავსდა. ერთ-ერთი კი, რომელიც კიკვიძის პარკში დაიდგა, რამდენიმე დღის წინ დაზიანებული და დამტვრეული დაგვხვდა. ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის თანხები, რაც მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის იხარჯება, თითოეული ჩვენგანისგან მიღებული შემოსავალია. ამ ყველაფრის აღდგენაზე ისევ ჩვენი ფული უნდა დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ხშირია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კამპანია - „გაუფრთხილდი ქალაქს“. მსგავს პროექტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, რათა მათ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, გამგებლებს, საქალაქო სამსახურების უფროსებსა და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს თხოვნით მიმართა, რომ მუდმივად ხალხის სამსახურში იყვნენ.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თანადგომა ძალიან დიდი იქნება. ჩვენ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაგვაჩნია, რასაც ვქმნით და რასაც ვაკეთებთ. მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს, თბილისელებს, რომ დედაქალაქი გამართული და მოწესრიგებული იყოს. ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ, ეს ეხება მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურების უფროსებს, მათ თანამშრომლებს,  რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა თემის სიმძაფრეს, ელემენტარული საკითხიც კი, რომლითაც მოქალაქე თხოვნით მოგვმართავს, უნდა იყოს განხილული. ყველა მოქალაქეს ყველა თემაზე კონკრეტული, სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი უნდა ჰქონდეს. საზოგადოებამ,  უნდა იგრძნოს ის, რომ  მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი მათ სამსახურშია. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მსგავსი სიახლეები
„ცოლი უნდათ და სიდედრი არა... ეგრე სადაა, ბრატ?“
"თუ პატიოსნად იმუშავებთ, საჭმელსაც გაჭმევთ-თქო" - აი, ამ ფრაზის მერე, მიკვირს, რომ იმ "ბეტონის ნამსხვრევებში" არ დამარხეს ეს ტუტუცი!“
„უშნოდ ვართ ატროებულები - ერთხელაც იქნება და გაისვრის ის თოფი, ოღონდ ტყვია ქვეყანას მოხვდება და არამარტო თვითდაზიანების უცნაური ვნებით შეპყრობილ ხელისუფლებას“
„ეგების ისევ "გერაინს" მივაწვეთ პანკისში, ყველა ჩუმად იყო და თანაც ბედნიერი“
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოლეკულებად გადავიქცევით, მოვლენ არაბები და აღმაშენებელზე რეკლამებს ააბრდღვიალებენ. გესმით, რა ტრაგედიის წინაშე ვდგავართ?!“
„დიდი " ძაღლისთავი" მარხია მაგ "ჰესის ქვეშ", ფრთხილად, ხელისუფლებავ!“
ასაშენებელი ჰესების გრძელი ნუსხა
„ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურება რუსეთის (კრემლის) ინტერესებს“
„ჰესი თუ აშენდება, სარგებელი უნდა ვნახოთო და ამ ვაჭრობის გამო იკადრეს უკადრებელი! - არადა, ნახეთ რას ჰპირდებოდნენ!“
„მე ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი - ის, რაც გუშინ პანკისში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2“
რას ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი - ვინ რას მიიღებს ახალი ჰესის მშენებლობის შემდეგ
"პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - ადგილობრივი მოსახლეობა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„დენი გინდებლარიენ, მაგრამ ჰესი არ გინდებლარიენ? აბა, მაცივარი რო გინდებლარიენ განვადებით, ბებიაშენს უნდა შეუერთო ტ..აკში?“
„ფსიქოლოგიური გამოფიტვის აპრობირებულ მეთოდს ახორციელებს "რუსთავი 2" ქართული საზოგადოების დასანგრევად და ამ მზაკვრული გეგმის ჭანჭიკია ეს მყრალი ნიკა გვარამია“
„დეტალურად შევისწავლით თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით, გავატარებთ ზომებს“
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა - ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ხეობის უხუცესებს“
"35-ზე მეტ სამართალდამცავს გაეწია დახმარება, მათ შორის, ცამეტი გადმოყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში - 8 პაციენტი ახლა შეიყვანეს ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში“
რატომ უნდა დაწესდეს სუიციდის, მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი - ნათია ფანჯიკიძის რჩევა
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერს რუსული სპეცსამსახურებისა და ნაცბანდის პროვოკაციის მყრალი სურნელი ასდის!“