"იაპონიას რუსეთი უკვე ჩიხში ჰყავს მომწყვდეული"-ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ორი საინტერესო თემა.

1. გუშინ, მოსკოვში პუტინის და სინძო აბეს მორიგი შეხვედრა გაიმართა კურილის კუნძულებთან დაკავშირებით.

მათი პრესკონფერენციიდან და ამ თემაზე გამართული თოქ-შოუებიდან შეიძლება ერთი დასკვნის გამოტანა: იაპონიას რუსეთი უკვე ჩიხში ჰყავს მომწყვდეული და არაა გამორიცხული ეს საკითხი დაიძვრას მკვდარი წერტილიდან.

რუსეთს ერთი არგუმენტი აქვს: იაპონია იყო ჰიტლერის მოკავშირე, წააგო ომი და მოხდა კაპიტულაცია.

საქმე რაშია. არათუ ჰიტლერის მოკავშირე ქვეყანას, არამედ თვით ჰიტლერის შუაზე გაყოფილი სამშობლოს დატოვება მოუწია რუსეთს. გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს (რუსეთს), იაპონია კი არ დასხმია. პირიქით, ჰიტლერის ზეწოლის მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გახსნა, სტალინთან მოლაპარაკებების შემდეგ. სსრკ იაპონიასთან ომში ჩაება ამერიკის თხოვნით, რა შეთანხმებაც იალტის კონფერენციაზე შედგა. ანუ, ფაქტობრივად, იქეთ დაესხა თავს.

ახლა, რუსეთში საუბრობენ, რომ იაპონიამ, მანამდე, ლამის მთელი აზია დაიპყრო, ჩინეთიანად.

ომის შედეგად იაპონიამ თითქმის ყველაფერი დასთმო, გარდა მცირე კუნძულებისა, რომლებიც ჩინეთთან დღემდე სადავოა და სერიოზული დაპირისპირების საგანია.

ამჟამად რფ-იაპონიას შორის შექმნილია მომლაპარაკებელთა ჯგუფი.

პუტინის განცხადებით, ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს ისეთი წინადადებები, რომლებიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვისო.

თუ ნახავთ მის განცხადებას, შეგექმნებათ შთაბელდილება, რომ ის საზოგადოებრივ აზრს ამზადებს.

რუსეთი, საპასუხოდ, მეფის რუსეთის ოქროს სთხოვს (ხმამაღლა ეს არ ჟღერდება).

იაპონია სერიოზულ დათმობებზე წავიდა კურილების მისახლეობასთან დაკავშირებით.

მოკლედ, უახლოესი ერთი წელი ამ საკითხის სერიოზული გააქტიურება მოხდება, რადგან ერთ წელში სინძო აბეს არჩევნები მოელის და კურილები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.


2. გუშინ გერმანიამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას ერთმანეთის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ნატოს წევრი მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილშია.

ევროპაში ბევრი ცვლილებები ხდება, ბრეგზიტთან ერთად.

ბრეგზიტზე, რიგორც გუშინ მოგახსენეთ, ბრიტანეთის პრემიერსა და პარლამეტს შორის გეგმა "ბ"-ც ჩავარდა."- წერს ამირან სალუქვაძე.





მსგავსი სიახლეები
"რუსეთის ფაქტორის გამო, კანდიდატებს ზღვარი არ გადაულახავთ, ზიზღის ენით არ უსაუბრიათ"
"სულგაყიდულმა სააგენტოებმა შედეგი დადეს, "ნაციონალი და მტარვალი" ლაშა ჟვანია გადადგა"
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო უაღრესად პრინციპული და ღირსეული გადაწყვეტილება"
"ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ გეი-აღლუმის ჩასატარებლად, ეს წინსწარი მზადებაა"
"იქმნება უცნაური ილუზია, რომ ნაცები თურმე გირგვლიანს იცავენ და ქოცები მურუსიძეს "ბალეშჩიკობენ"
"ოცნება ზუსტად რუსული პროპაგანდის მეთოდით მუშაობს"–თინა ხიდაშელი
"არც ერთი თანამდებობის დაკარგვა არ ღირს იმად, რასაც კადრულობთ... ემოციასაც მართვა უნდა"
"სახელმწიფოსა და კანონებს ვერც მურუსიძე დაამარცხებს და ვერც ჩინჩალაძე" – თამაზ ჩიხლაძე
"თანაინვესტირების ფონდის დირექტორის მოულოდნელი ცვლილება პანორამას მშენებლობას ხომ არ უკავშირდება? "
"თურქეთს აფრთხილებენ – რეჯეფ, მოგვისმინე და დაიმახსოვრე, თორემ..."
"ძალიან მაკვირვებს ოცნების დეპუტაციის ძალიან დიდი ნაწილი"–ამირან სალუქვაძე
"მთელი ღამის განმავლობაში "ვასწავლიდით" პარიზელ მეხანძრეებს, როდის დაეწყოთ ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა"
"გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა და ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით"
"ხალხის ქონებით გამდიდრებული უაზრო არსება მთელი სერიოზულობით გვიცხადებს, რომ თურმე ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან ტაქსებს"
"იმდენი ქართული მიწის გამსხვისებელი ჰყავს დაპურებული ივანაშვილს, რომ მხარდამჭერი არ აკლია"
"არაპოეტურ "ოცნებას" არც ფუფალა ჰყავს და არც ფუფალი, არამედ უფალი ივანიშვილი თავმჯდომარეობს"
"დეპუტატობის კანდიდატი ასი პროცენტით ქართველი(სვანი) კი იყო, მაგრამ, თურმე სულით აზერბაიჯანელი ყოფილა"
"სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს - ენმ-ი რომელმაც ეს სიმახინჯე თავადვე შექმნა, ახლა ჭკუას გვასწავლის და სამართლიანობისკენ მოგვიწოდებს!"
"ბოდიშს გიხდი დე... მა ... არც მითქვამს, საერთოდ რომ მივდივარ"- ქუთაისში გოგო გაუჩინარდა
"არაფერს ნიშნავს არც სტატუსი, არც წოდება, არც თანამდებობა, კომფორტი, პირადი ინტერესები"