„დიდი პატივია ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში თქვენი მასპინძლობა“

საქართველო ნატო-ს უაღრესად დაფასებული პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. „პირველ რიგში გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი პატივია ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში თქვენი მასპინძლობა. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. მარტში ნატო-საქართველოს წვრთნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 17 მოკავშირე. ყველაფერი ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად“. „ჩვენ ასევე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტურ ინსტიტუტებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მოგიწოდებთ განაგრძოთ ეს გზა. ასევე მივესალმები საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას მშპ-ს 2% თავდაცვით ხარჯებს მოახმაროს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. „რუსეთს მოვუწოდებთ გააუქმოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.





მსგავსი სიახლეები
„მეორე მხარეს, არის კადიროვის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ საქართველოს საქმეში ჩაერიოს“
„იქ, სადაც კანონი დაირღვა, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება - წერტილი - არ აქვს მნიშვნელობა, პანკისში მოხდა, სამტრედიაში, ზუგდიდში თუ ფოთში“
„ზესტაფონის მფლობელია „რიჟა“, რომელიც ივანიშვილმა გააგზავნა ზელენსკისთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან, იქნებ საქმე ჩამიწყოთ, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი არ შეუშვას უკრაინაშიო“
„ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს, იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ, არის სრულიად მიუღებელი“
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს, შეცვალოს სერიალის „საზღვაო პოლიცია“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული
„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“
"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
„დღეს პანკისში აღარ არის ისეთი იერარქია, როდესაც უხუცესთა საბჭოს სიტყვა იყო გადამწყვეტი - არადა, ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს“
„როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან? - შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს“
„გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს უკვე”
„აუცილებელია, სასწრაფოდ შევუდგეთ დავით გარეჯის აღდგენას - ასევე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს"
„როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა“
სამთავრობო ცვლილებების რეალური მიზეზი -„ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს, რასაც ეწინააღმდეგებოდა გიორგი ქობულია და ეწინააღმდეგება ფნანსთა მინისტრიც“
ლაშა ჟვანია პირველი მაისიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს
„ასეთი სხვისი მონაყოლიც არ გამიგია - კაცს ედავებოდე, სამების ტაძრის მოხატვას იმიტომ აპირებს, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრას დასამარცხებლად მეტი გზა არ დარჩაო“
გიორგი კერვალიშვილი: ვაფრთხილებ მაჩალიკაშვილს, საკუთარ თავზე ზედმეტს ნუღარ აიღებს, თორემ ძალადობას აღარ ვაპატიებთ!
ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი მედიასაკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება
აჰმედ იმამყულიევს მარნეულელებმა კარი არ გაუღეს
„იქ იყო ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ არ ვუჭერდი აღნიშნულ კანონპროექტს მხარს“
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო