„მე კანდელაკს დავუთმე ჩემი ადგილი და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება - კაპანაძემ ეს არ იცის? კარგით რა - სირცხვილია ამდენი სპეკულაცია, ამდენი ტყუილი, ნახევრად ტყუილი“

სირცხვილია რასაც სერგი კაპანაძე ამბობს - ევროსაბჭოს რეზოლუციას არათუ მხარი დავუჭირე, მე ვიყავი საკითხის ერთ-ერთი თანაინიციატორი და წარმდგენი, ისევე, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი უმრავლესობიდან და დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი უმცირესობიდან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

 

“ვინაიდან კანდელაკს ძალიან სურდა ამ თემაზე სიტყვით გამოსვლა, მან როგორც ასამბლეის სათადარიგო წევრმა, მომმართა თხოვნით მე, როგორც ასამბლეის მუდმივ წევრს სესიის სხდომის მეორე ნახევარში მისთვის დამეთმო ჩემი ადგილი, რადგანაც გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ასამბლეაში და ეს ხდება ასამბლეის სამდივნოს წინასწარი გაფრთხილებით - შეიძლება დელეგაციის სათადარიგო წევრს დაუთმო ადგილი მუდმივმა წევრმა დღის პირველ ან მეორე ნახევარში, მაგრამ იმ დღეს უკან ვეღარაფერს შეცვლი. მე მას დავუთმე ჩემი ადგილი და მივეცი გამოსვლის საშუალება და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩემს ნაცვლად. კაპანაძემ ეს არ იცის? კარგით რა - სირცხვილია ამდენი სპეკულაცია, ამდენი ტყუილი, ნახევრად ტყუილი და ინსინუაციები. ეს გათვლილია ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს ყოველთვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ “ქართულ ოცნებას“ მიმართა, განმარტოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მათმა არც ერთმა წარმომადგენელმა რატომ არ დაუჭირა მხარი “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას. როგორც კაპანაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას განუმარტოს, ეს იყო მორიგი „მაამებლური ნაბიჯი“ რუსეთის ფედერაციის მიმართ თუ რაიმე სხვა ახსნის მქონე საქციელი.





მსგავსი სიახლეები
„მეორე მხარეს, არის კადიროვის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ საქართველოს საქმეში ჩაერიოს“
„იქ, სადაც კანონი დაირღვა, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება - წერტილი - არ აქვს მნიშვნელობა, პანკისში მოხდა, სამტრედიაში, ზუგდიდში თუ ფოთში“
„ზესტაფონის მფლობელია „რიჟა“, რომელიც ივანიშვილმა გააგზავნა ზელენსკისთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან, იქნებ საქმე ჩამიწყოთ, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი არ შეუშვას უკრაინაშიო“
„ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს, იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ, არის სრულიად მიუღებელი“
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს, შეცვალოს სერიალის „საზღვაო პოლიცია“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული
„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“
"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
„დღეს პანკისში აღარ არის ისეთი იერარქია, როდესაც უხუცესთა საბჭოს სიტყვა იყო გადამწყვეტი - არადა, ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს“
„როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან? - შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს“
„გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს უკვე”
„აუცილებელია, სასწრაფოდ შევუდგეთ დავით გარეჯის აღდგენას - ასევე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს"
„როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა“
სამთავრობო ცვლილებების რეალური მიზეზი -„ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს, რასაც ეწინააღმდეგებოდა გიორგი ქობულია და ეწინააღმდეგება ფნანსთა მინისტრიც“
ლაშა ჟვანია პირველი მაისიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს
„ასეთი სხვისი მონაყოლიც არ გამიგია - კაცს ედავებოდე, სამების ტაძრის მოხატვას იმიტომ აპირებს, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრას დასამარცხებლად მეტი გზა არ დარჩაო“
გიორგი კერვალიშვილი: ვაფრთხილებ მაჩალიკაშვილს, საკუთარ თავზე ზედმეტს ნუღარ აიღებს, თორემ ძალადობას აღარ ვაპატიებთ!
ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი მედიასაკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება
აჰმედ იმამყულიევს მარნეულელებმა კარი არ გაუღეს
„იქ იყო ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ არ ვუჭერდი აღნიშნულ კანონპროექტს მხარს“
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო