შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე ჯეკ შეფერდი თბილისში დააკავა
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის ცნობით, კაცი, რომელმაც 2015 წელს ლონდონში, მდინარე ტემზაში ნავების ავარიის დროს ქალი მოკლა, მარტიდან საქართველოში იმალება. ჯეკ შეფერდი 2018 წლის ივლისში შარლოტ ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს. BBC-ის წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეფერდის თბილისში ყოფნის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს, ამასთან, არ არის ნიშნები, რომ მან საქართველო დატოვა. 





მსგავსი სიახლეები
„ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა“
"გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, აღკვეთილია ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება"
„დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო - ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რაც სარგებელს მოუტანს ამ ხეობას და საქართველოს“
„სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის, 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს - შსს-ს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში“
პანკისის ხეობაში გიორგი გახარიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ვიცე-პრემიერი, ინფრასქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვლი ჩავიდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა
პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა „ფერის“ კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია
პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული
„სამართალმა პური ჭამა, ზაზა სვანაძე დაკავებულია მუქარის მუხლით“
შსს ადგენს, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანა, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ, ხომ არ არის ადამიანებით ვაჭრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა - დაკავებულია 3 პირი
„პოლიცია, რომელმაც აქციაზე მყისიერად დააკავა ჟურნალისტი ზაზა დავითაია, მეორე დღეა ,,ვერ ახერხებს" საქვეყნოდ იდენტიფიცირებული დამნაშავის დაკავებას!“
„თიბისი ბანკის“ უცხოელმა აქციონერებმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა
ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს
"ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების შედეგად დაშავებული ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა