„თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს“

„თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა ფოფხაძეს შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ ოფისში გასამართ ხვალინდელ სხდომაზე, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, ექნებათ თუ არა ივანიშვილის მიმართ კითხვები. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

 

ფოფხაძის თქმით, პარლამენტში სიის შემომტანი იუსტიციის საბჭო ოყო და შესაბამისად, ვერ დაადანაშაულებს ვერც ერთ მის კოლეგას, რომ ის არის ამ სიის შემოქმედი. „რაც შეეხება პარლამენტართა ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს ლობირებდა, ასეთი ჯგუფი არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, არც ერთმა მათგანმა თავისი პოზიცია არ დააფიქსირა“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

 

ფოფხაძე არ იზიარებს ივანიშვილის პოზიციას, რომ მურუსიძე წინა ხელისუფლების პირობებში მსხვერპლი იყო და ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს. „თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა ვიღაცას ეთქვა, რომ მოდით ნუ დავიჭერთ და ნუ ვიქნებით შურისმაძიებლები, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვემწესებინა უვადო მოსამართლეებად. მით უმეტეს, უზენაეს სასამართლოში მათი დანიშვნა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. ამაზე უნდა ყოფილიყო პოლიტიკური შეფასება. თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაში და მართლმსაჯულებაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს. მოსამართლეების ეს კორპუსი მათ შექმენს. მათი მენტალობით, პოლიტიკური მონაწილეობით შეიქმნა“, - დასძინა ფოფხაძემ.





მსგავსი სიახლეები
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს