„ეს პატარა ნატანჯი დალურჯებული სახე არასდროს დამავიწყდება…რატომ დააბრუნეს სახლში? ან ექიმებმა ან პატრულმა რამე ზომები რატომ არ მიიღეს! როგორ შეიძლებოდა მისი უკან დაბრუნება!“

პერსონალური ტრენერი, ფიტნეს და იოგას ტრენერი, ბლოგერი ნინა ილურიძე 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან გააპროტესტა გარდაცვლილი ბავშვის მამის კომენტარი, თითქოს ბავშვზე არავინ ძალადობდა:

 

“ტყუილი! 
10 დღით ადრე საკუთარი თვალით ვიხილე ეს ნაცემი პაწაწინა გოგო იაშვილის კლინიკაში! შემზარა რაც ვნახე! პატარას ერთი სანტიმეტრი არ ჰქონდა დატოვებული და ლურჯების და დაწითლების გარეშე. ხელში აყვანილი გადმოიყვანეს სასწრაფოს ექიმებმა და მისაღებში დასვეს. არც ტიროდა.              საოცარი სიმშვიდე ეფინა ნატანჯ სახეზე! უფრო  გაოცებული შეჰყურებდა ექიმებს, რომლებიც მის გარშემო დაფუსფუსებდნენ. შევატყე, არ იყო ასეთ მზრუნველობას მიჩვეული… იქ გაივიგე, რომ დედამისმა სცემა, მეზობლებმა პატრულს დაუძახესდა დედა დააკავეს.

 

მაშინ ამ ფაქტის შესახებ ფბ-ზე დაწერასაც ვაპირებდი, ისე შემზარა, მაგრამ ჩემი პატარა ძმისშვილის გამო, რომელიც კლინიკაში ტრამვის გამო მივიყვანეთ, ისეთი განერვიულებული ვიყავი, თავი ვერ მოვაბი. იმასაც ვფიქრობ, იქნებ უნდა დამეწერა, ბევრი აქტიური ადამიანი მყავს მეგობრებში და იქნებ რამე რეაგირება ჰქონოდა. როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე მივხვდი – ის იქნებოდა! ფოტო დავინახე და… ეს პატარა ნატანჯი დალურჯებული სახე არასდროს დამავიწყდება…რატომ დააბრუნეს სახლში? ან ექიმებმა ან პატრულმა რამე ზომები რატომ არ მიიღეს! როგორ შეიძლებოდა მისი უკან დაბრუნება! ახლა კი მწარედ ვფიქრობ – უნდა დამეწერა ალბათ მაშინვე”.

 

 


mshoblebi.ge





მსგავსი სიახლეები
„ცოლი უნდათ და სიდედრი არა... ეგრე სადაა, ბრატ?“
"თუ პატიოსნად იმუშავებთ, საჭმელსაც გაჭმევთ-თქო" - აი, ამ ფრაზის მერე, მიკვირს, რომ იმ "ბეტონის ნამსხვრევებში" არ დამარხეს ეს ტუტუცი!“
„უშნოდ ვართ ატროებულები - ერთხელაც იქნება და გაისვრის ის თოფი, ოღონდ ტყვია ქვეყანას მოხვდება და არამარტო თვითდაზიანების უცნაური ვნებით შეპყრობილ ხელისუფლებას“
„ეგების ისევ "გერაინს" მივაწვეთ პანკისში, ყველა ჩუმად იყო და თანაც ბედნიერი“
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოლეკულებად გადავიქცევით, მოვლენ არაბები და აღმაშენებელზე რეკლამებს ააბრდღვიალებენ. გესმით, რა ტრაგედიის წინაშე ვდგავართ?!“
„დიდი " ძაღლისთავი" მარხია მაგ "ჰესის ქვეშ", ფრთხილად, ხელისუფლებავ!“
ასაშენებელი ჰესების გრძელი ნუსხა
„ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურება რუსეთის (კრემლის) ინტერესებს“
„ჰესი თუ აშენდება, სარგებელი უნდა ვნახოთო და ამ ვაჭრობის გამო იკადრეს უკადრებელი! - არადა, ნახეთ რას ჰპირდებოდნენ!“
„მე ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი - ის, რაც გუშინ პანკისში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2“
რას ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი - ვინ რას მიიღებს ახალი ჰესის მშენებლობის შემდეგ
"პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - ადგილობრივი მოსახლეობა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„დენი გინდებლარიენ, მაგრამ ჰესი არ გინდებლარიენ? აბა, მაცივარი რო გინდებლარიენ განვადებით, ბებიაშენს უნდა შეუერთო ტ..აკში?“
„ფსიქოლოგიური გამოფიტვის აპრობირებულ მეთოდს ახორციელებს "რუსთავი 2" ქართული საზოგადოების დასანგრევად და ამ მზაკვრული გეგმის ჭანჭიკია ეს მყრალი ნიკა გვარამია“
„დეტალურად შევისწავლით თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით, გავატარებთ ზომებს“
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა - ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ხეობის უხუცესებს“
"35-ზე მეტ სამართალდამცავს გაეწია დახმარება, მათ შორის, ცამეტი გადმოყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში - 8 პაციენტი ახლა შეიყვანეს ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში“
რატომ უნდა დაწესდეს სუიციდის, მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი - ნათია ფანჯიკიძის რჩევა
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერს რუსული სპეცსამსახურებისა და ნაცბანდის პროვოკაციის მყრალი სურნელი ასდის!“