"საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ისე რომ წევრი არ ერქვას"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში იმ ახალ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლითაც საქართველო ევროკავშირს მიმართავს.

 

"საქართველომ აირჩია პროევროპელი პრეზიდენტი. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ ორიენტაციას. ჩვენ ეს ევროპული პრიზმა კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, რომელიც დეკემბერში შევიდა ძალაში. ახლა კითხვა შემდეგია, საით მივემართებით? ჩვენი იდეაა, ვისარგებლოთ ევროპული არჩევნების გადამწყვეტი მომენტითა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილეთი, მოვაწყოთ კონფერენცია ბათუმში, სადაც ევროკავშირის წევრებსა და ასოცირებულ სახელმწიფოებს მოვიწვევთ. სწორედ ასოცირებულმა სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ შეთავაზებები, რადგან ევროკავშირს მომავალზე ფიქრისთვის და ახალი იდეების წამოყენებისთვის ჯერ დრო არ ექნება. ვეცდებით, ამით ვისარგებლოთ და ჩვენი იდეებითა და შეთავაზებებით შევავსოთ თავისუფალი სივრცე.


სამოქმედო გეგმის მთავარი იდეა, რომლის წარდგენასაც ბათუმში ვაპირებთ, არის ის, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას. ჩვენ უკვე გავაფორმეთ სატრანსპორტო შეთანხმება, ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus-ი, საქართველოს სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარგად უნდა დავფიქრდეთ და წარვადგინოთ შეთავაზებების კონკრეტული სია, რომელიც ჩვენს ინტერესებს გამოხატავს. მათ შორის გარემოს დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, ეს არის რამდენიმე სფერო, რომელშიც რესურსები გვჭირდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ეკონომიკაზეც ისაუბრა.

 

"ევროკავშირთან დაახლოებასთან ერთად, რაც გულისხმობს ვიზების ლიბერალიზაციას, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენ ასევე უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოებისთვის. ეს კონკრეტულად გულისხმობს ადამიანებისა და პროდუქტების დაკავშირებას შავი ზღვის საშუალებით. ეს იქნება თვალსაჩინო და სიმბოლური ნაბიჯი წინ. ამ მიზნით, ჩვენ შევუერთდით ევროპის სატრანსპორტო ქსელს, რომლის საშუალებითაც საქართველო 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო პროგრამისგან სარგებელს მიიღებს“, - ამბობს ზურაბიშვილი.

 

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 21-23 იანვარს ესტუმრა.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე
პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა
"ასადის რეჟიმის გაძლიერება უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე"- ვახტანგ მაისაია
ფართოდ დარეკლამებულმა ლიეჟის კონგრესმა მოლოდინი ვერ გაამართლა
გადამწყვეტი დაპირისპირება "ოცნებაში"
"ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს "დაიბრუნებენ“
"საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ისე რომ წევრი არ ერქვას"
დანაშაულობები ქართველ მიგრანტებს შორის და... ცოლი, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება - რას წერს "Deutsche Welle" საქართველოზე?
ირლანდიაში თავშესაფარს სულ უფრო მეტი ქართველი ითხოვს
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"