„ვისაც ხელეწიფება, ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე, ხოლო თუ მას აქვს უფლებამოსილება, გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?“

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს:

 

„რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

 

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

 

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე, როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

 

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან? ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული“, - ნათქვამია ზურაბ დათუნაშვილის განხადებაში.

სპორტსმენი ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი პრობლემით დაინტერესდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მადლობას უხდის.





მსგავსი სიახლეები
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება
ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
გუნდის კაპიტანი თათია ლორთქიფანიძე შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს - „ხელისუფლებამ ეს არ იცოდა, ეს არის ძალოსნობის ფედერაციაში მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ზონდერები“
რომელ ადგილს იკავებდა თბილისის დინამო 1982 წელს უეფას რეიტინგში
„სპორტში რუსებზე ძლიერები ხართ ეს ქართველები - უკვე წლებია, რაგბიში ვერ გამარცხებთ“
„მესები“
რა არ გამოეპარა პეტკოვიჩის მახვილ მზერას და რას დაგვანახვებს ირლანდიასთან მატჩი
„არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს - გული მწყდება“
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა
„მაისურები გვეცვა სიმბოლურად, თანადგომის მიზნით და იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო - საქართველოსთვის ვითამაშეთ და საქართველოსთვის ვიმღერეთ ჰიმნი“
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგა – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
საქართველოს რაგბის ნაკრებმა 52:3 გერმანიის ნაკრები დაამარცხა
ნინო გულბანმა ნახევარფინალში ავსტრალიელი მარია სვანი იპონით დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ბელგიის ნაკრები 44:6 დაამარცხა
ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
უნგრეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის ტურნირი ორი ბოლქვაძის ორი ოქროს მედლით დასრულდა
“ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტია და იღებს ჩვენს სტიპენდიას - გვინდა, მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, მაგრამ უარი თქვა, რადგან სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა“
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება“