ალექსანდრე ყაზბეგი წლების განმავლობაში რენესანს კაპიტალის ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო კვლევების მიმართულების მმართველი დირექტორი იყო. მან და მისმა გუნდა მონაწილეობა მიიღეს 30-მდე უმსხვილესი IPO-ს განხორციელებაში. ალექსანდრე ყაზბეგი რენესანს კაპიტალში გადასვლამდე, Citigroup-ში ევროპის რეგიონის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ანალიტიკოსის პოსტზე მუშაობდა. ალექსანდრე ყაზბეგის დანიშვნის შესახებ VEON-ის CEO ურსულა ბერნსი ამბობს: "ალექსის დანიშვნა არის კიდევ ერთი ნიშანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ VEON-ი ზრუნავს საკუთარი ძირითადი ბიზნესის განვითარებაზე. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ძირითადი ბიზნესი და გავზარდოთ შემოსავალის ნაკადები, ამასთანავე ყურადღება გადავამახვილოთ კომპანიის ეთიკასა და პასუხისმგებლობებზე. ბატონი ალექსანდრეს გამოცდილება, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებს მოიცავს, ხელს შეუწყობს ჯგუფის აღმასრულებელ კომიტეტს კომპანიის საქმიანობით, გაიზარდოს აქციონერთა ფინანსური მაჩვენებლები.
VEON-ის განცხადების მიხედვით, ალექსანდრე ყაზბეგი ფლობს ტულენის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, ამასთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მინიჭებული აქვს თეორიული მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. ალექსანდრე ყაზბეგი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.