"საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ" - ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP)  - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. პროექტის ავტორი პრეზიდენტის მრჩეველი ივანკა ტრამპია და იგი მიზნად  ისახავს 50 მილიონ ქალს დაეხმაროს მომავალი 6 წლის განმავლობაში. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


7 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ პრეზენტაციას  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ბენეფიციარი  ნინო ზამბახიძე დაესწრო და პრეზიდენტსა და დამსწრე საზოგადოებას თავისი წარმატების ისტორია გააცნო, რომელშიც მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი დაეხმარა. მან აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მადლიერება გამოხატა ამერიკელი  გადამხდელებისადმი, რომლებიც მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავენ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.


ხელმოწერას ივანკა ტრამპთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქალები ესწრებოდნენ.


საქართველოში, ნინო ზამბახიძემ, ჩამოაყალიბა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეც თავად არის და  ისეთი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და სხვა. ნინო აქტიურად ახდენს ფერმერების უფლებების ადვოკატირებას. ამჟამად კი  საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მუშაობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების ინოვაციური პროგრამის შექმნაზე, რომელსაც ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.


ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კორპორაციას ეხმარება მისი მისიის შესრულებაში - შეამციროს სიღარიბე ეკონიმიკური წინსვლის შედეგად. იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ აითვისოს მისი სრული პოტენციალი, მთლიანი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული და გაძლიერებული.


საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კორორაციის მეორე კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა. მისი მოცულობა 140 მილიონი აშშ დოლარია. ეს არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაშიათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 10 წელზე მეტია საქართველოსთან თანამშრომლობს და პირველი და მეორე კომპაქტების ფარგლებში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

 

"მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი, ვინც ფიქ­რობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს მო­მა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჩემ­თვის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი გახ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მომ­ცა "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდმა" რომ გავმკლა­ვე­ბო­დი იმ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც წა­ვა­წყდი. საქ­მი­ა­ნო­ბა ორი ძრო­ხით და­ვი­წყე და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ფერ­მე­რი ვარ, ახლა ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვეხ­მა­რე­ბი ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით" - აღ­ნიშ­ნა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ და ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო თქვე­ნი ლი­დე­რო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო - ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­და, ისე რომ ამას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე გრძნობს და მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამის­თვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა და ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ამე­რი­კის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლებს, მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ქა­ლე­ბის ხელ­შია!


მთელს მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­მაც თქვენ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით ისარ­გებ­ლეს და რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ დღეს აქ ყოფ­ნა, ამი­ტომ მათი სა­ხე­ლი­თაც მსურს კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ“ - თქვა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ თა­ვის მი­მარ­თვა­ში.

 





მსგავსი სიახლეები
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და­ქორ­წინ­და
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
"ივანიშვილი მეორედ დაამარცხებს სააკაშვილს, იმიტომ რომ, ივანიშვილი უკეთ ახერხებს ოპოზიციური ძალების კონსოლიდირებას"