საფრანგეთში საქართველოდან მაღალჩინოსნების მიერ ჩუმად გატანილი ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი გაყიდეს

ფეისბუკმომხმარებელი მანჩო მენაბდე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული კულტურის უძვირფასესი ნიმუში საქართველოდან მოიპარეს და საფრანგეთში გაყიდეს:

 

„2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს! გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე, სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ.შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა, ვისაც არ შეეშინდა განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია, რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან, რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე!


მივმართავ @კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - ჩვენს თვალწინ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაყიდეს! ეს არის დანაშაული და კრიმინალი, რომელიც უნდა გამოიძიოთ! ჩემმა შვილმა დარეკა მითითებულ ნომერზე და გვითხრეს, რომ კერძო პირის განცხადება იყო, ვინმე ლელა თოფურიძის სახელზე და რომ ნივთი გაიყიდა და არ აქვთ უფლება გვითხრან, ვინ არის მფლობელი, არც ამ თოფურიძის ნომერს გვაძლევენ! მოგმართავთ საზოგადოებას, 2011 წელს ამას უბრალო ხალხი ვერ გააქრობდა, აქ მაშინდელი ჩინოვნიკების ინტერესები იყო და იგი სახელდახელოდ გააქრეს ქვეყნიდან. ეხლა ეტყობა რომელიმე მაშინდელ ჩინოვნიკს ფული დასჭირდა და ესე ცინიკურად ყიდის ჩვენს საგანძურს. ვინმემ თუ იცით, ვინ არის ეს ლელა თოფურიძე, ვის შეიძლება დავუკავშირდეთ, როგორ მივმართოთ ან სამინისტროებს, ან საელჩოებს, გთხოვთ, გამომეხმაურეთ. განცხადებაც წაშალეს და ყველა კვალი დაიკარგა!“, წერს მანჩო მენაბდე. 

 

 





მსგავსი სიახლეები
„ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა“
"გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, აღკვეთილია ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება"
„დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო - ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რაც სარგებელს მოუტანს ამ ხეობას და საქართველოს“
„სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის, 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს - შსს-ს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში“
პანკისის ხეობაში გიორგი გახარიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ვიცე-პრემიერი, ინფრასქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვლი ჩავიდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა
პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა „ფერის“ კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია
პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული
„სამართალმა პური ჭამა, ზაზა სვანაძე დაკავებულია მუქარის მუხლით“
შსს ადგენს, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანა, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ, ხომ არ არის ადამიანებით ვაჭრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა - დაკავებულია 3 პირი
„პოლიცია, რომელმაც აქციაზე მყისიერად დააკავა ჟურნალისტი ზაზა დავითაია, მეორე დღეა ,,ვერ ახერხებს" საქვეყნოდ იდენტიფიცირებული დამნაშავის დაკავებას!“
„თიბისი ბანკის“ უცხოელმა აქციონერებმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა
ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს
"ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების შედეგად დაშავებული ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა