„როგორ გაჩნდა ფრანგულ ვებ-გვერდზე ის განცხადება, რადგან, ასეთი რამის ფალსიფიცირება წარმოუდგენელია ქართველმა მოახერხოს“ - გიორგი ფოფხაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის პასუხს ეხმაურება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ, თითქოს სამკაულს "აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“, რომელიც სოსო თოფურიძის ხელშეწყობით საფრანგეთში გაიყიდა:

 

„გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“. როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში“, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის პასუხს გამოეხმაურა ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს: „აჰაა, ესეც ეროვნული მუზეუმის განცხადება, გუშინ გავრცელებული განცხადება ქართული საგანძურის ფრანგულ ინტერნეტ აუქციონზე გაყიდვის შესახებ არის სიცრუე, კარგი ბატონო და მშვენიერი და ამასთანავე ახლა მართლა ძლიან და დიდის ინტერესით მაინტერესებს, როგორ გაჩნდა ფრანგულ ვებ-გვერდზე ის განცხადება, რადგან, ასეთი რამის ფალსიფიცირება წარმოუდგენელია ქართველმა მოახერხოს, იმიტომ რომ, 1. განცხადება დაწერილია ფრანგის მიერ და ფრანგულად, ორთოგრაფიული შეცდომების გარეშე. 2. მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი ნამდვილად ფრანგული მობილური ოპოერატორის სიმ-ბარათია 3. მისამართზე, რომელიც ამ განცხადებაშია მითითებული, ნამდვილად არსებობს და ფუნქციონირებს პარიზში ცნობილი ანტიკვარიატის მაღაზია... ამიტომ, ხომ არ ჯობია, კარგი გამოძიება დაიწყოს, მათ შორის, ჟურნალისტური გამოძიებაც და გაირკვეს მტყუან-მართალი?!“, წერს გიორგი ფოფხაძე.





მსგავსი სიახლეები
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვისას 4 ქართველია დაკავებული, სიცრუეა - სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან
„ჩვენი მოთხოვნაა ბიზნესსკოლის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის არსებობა და ასევე აკადემიური საბჭოსა და რექტორის დათხოვნა“
„პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას“ - შსს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება
„15-20 დღეში სასამართლო გაიმართება, ექსტრადირება როდის მოხდება, არ ვიცი, ალბათ, გამართლდებიან - ნორვეგია ცოტა რთული ქვეყანაა, ზედმეტ ინფორმაციასაც არ იძლევიან“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან-გინეკოლოგი დააკავეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირებისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება
დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
ესპანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
"ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებს და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს "ნიუ ატლასისგან" ნამდვილად შეიძინეს 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი სებ-ის მოთხოვნას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს
„ჩვენგან განსხვავებით, ლევან იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და „შავ სიაში“ შეყვანილ "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“ - ეროვნული ბანკის განმარტება
ეროვნული ბანკი ითხოვს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ საბჭო დატოვონ
ლადო ბედუკაძეს, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლახან კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს