„ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ, იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს“ - მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს

არსებული ინფორმაციით მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის. თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის, არამედ მას ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 13 წლის ძმის შვილი ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და მას ბავშვი უზომოდ უყვარდა.

 

„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში. მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.

 

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა
"ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება" - ბიძინა გეგიძე
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“