"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"

მოსამართლეების თემა უფრო საბაბია განხეთქილებისა, ვიდრე მიზეზი. შორს რომ არ წავიდეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზევე გამოჩნდა, რომ ამ ხალხს, ვინც უმრავლესობაში მოიყარა თავი, არაფერი აერთიანებდა: არც იდეოლოგია, არც ფასეულობათა სისტემა, არც გეგმები...  - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს

 

"ქართული ოცნება" პარლამენტის ჩამოყალიბების დღიდან ჰგავდა იმ ოჯახს, რომელშიც ცოლ-ქმარი დასანახავად ვერ იტანს ერთმანეთს, მაგრამ თანაცხოვრების რაღაც ფორმულას­ პოულობენ, რადგან ჰყავთ მამა-მარჩენალი, რომელიც მათგან ამას ითხოვს.


ივანიშვილის მართვის ფილოსოფია მთლიანად ემყარებოდა იმას, რომ აქამდე მისი ვალი ჰქონდა ყველას, ის კი არავის მოვალე არ იყო, თუმცა მეორე ტურის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. 


"ქართულ ოცნებაში" ცალკეულ პირებს თუ დაჯგუფებებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ მათაც შეიტანეს მეორე ტურის გამარჯვებაში წვლილი და დაიმსახურეს, რომ ივანიშვილი კობახიძის შუამავლობით კი არა, პირდაპირ ელაპარაკოს.


ჩვენ ახლა ვართ ამ პროცესის შუაგულში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან არაკომფორტულია, რადგან მთელი მისი ნარატივი დაინგრა და იძულებულია მანევრირება დაიწყოს. შეხვედრა შეხვედრაზეც იმიტომ იმართება. ხისტად რომ დაარტყას მაგიდას მუშტი და განაცხადოს, ეს ასე უნდა იყოსო, აღარ გამოსდის, ამიტომაც ახლა მანევრირებს, რის ხელოვნებაც საკმაოდ კარგად იცის. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგი.


ის შეეცდება, აღიდგინოს სტატუსი, ტაქტიკურად გადააგოროს ეს პერიოდი, დრო მოიგოს და იმავე სისტემაში დაბრუნდეს, რაც ძალიან ძნელი იქნება. ეს დროებით რომც მოახერხოს, გრძელვადიანი პერსპექტივა მაინც არ ექნება და შემდგომში უფრო დიდი პრობლემები გაუჩნდება.


მან არასწორი ტექნოლოგიური მონახაზით ააგო ხელისუფლების მართვის სისტემა. ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით. ახლა დაიწყო სწორედ ამის ნგრევის პროცესი. კოსმეტიკურად ბოძების შეყენებით თუ შეეცდება მის შენარჩუნებას, შემდგომში ეს უფრო მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს პირადად მისთვის. 


მოცემულობა ისეთია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის, რასაც თვითონაც აღარ მალავს - თუ ადრე ამბობდა, რომ აკონტროლებდა ხელისუფლებას, მისი ბოლო დაპირება მეორე ტურის დასრულების შემდეგ იყო ასეთი, ახლა ჩემზეა ყველაფერიო. მან პასუხისმგებლობის ლეგალიზაცია ვერბალურად მოახდინა, ეს კი რეალურად შეიძლება მოხდეს ერთი გზით - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები უნდა მოვიდეს თანხვედრაში. მას მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა თეორიული შანსი, რომ გადარჩეს თვითონაც და გადაარჩინოს თავისი ხელისუფლებაც. არის ეს პანაცეა? არა, თუმცა არის მისი შანსი."- აცხადებს გია ხუხაშვილი.





მსგავსი სიახლეები
უახლოეს მომავალში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა იგეგმება
„ყველა ნორმალურმა ადამიანმა მშვენივრად უწყის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მარო ბაბომ და შაქრო პაპამ ამდენი იციან? არ იციან, საქართველოში კიდე ეგეთი მარო და შაქრო აუ, რამდენიაააა!“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
„პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო“ - რატომ გასცა პრეზიდენტმა ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება
„მამუკა ხაზარაძემ რეალურად უნდა თქვას, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?!“
მიხეილ ბატიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა
„სააკაშვილის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - ამ ძალის სახე გახლავთ მისი ბიძა თემურ ალასანია“
„ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული და ელჩის დაბარება უკვე უნდა მომხდარიყო“ - რატომ უწოდებს ირანის პრეზიდენტი საქართველოს „დაკარგულ ტერიტორიას“
„არსებობს კადიროვის ახალი პროექტი და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა“
"ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება"-მამუკა ბახტაძე
„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი „აფიორა“ წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ - ეს აფერისტები!“
"შეწყალების კომისიასთან მიმართებაში ამ ეტაპზე „არც ერთი გვარი“ არ განიხილება"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
"2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა" - მამუკა ბახტაძე
„ნაციონალებს ახალი ლიდერი სჭირდებათ - 1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე“
„სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით“
რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?
"დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"
"სააკაშვილი "ბოროტი", ივანიშვილი "ცუდი", გამოსავალი? "კარგი!" - ჯუმბერ კირვალიძე
"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"