ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე კვიპროსს წარმოშობით ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს

ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე კვიპროსს წარმოშობით ქართველი და საბერძნეთში მოღვაწე მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.

 

„რიფლეი“ (Replay), – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 38 წლის თამთა ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება. საკონკურსო სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინოა. მას ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა „ფუეგო“ (Fuego), რომელმაც 436 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

 

რაც შეეხება ქორეოგრაფიას, თამთას პერფორმანსზე ცნობილი საშა ჟან-ბაპტისტი იზრუნებს.

 

კლიპის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება და მისი პრეზენტაცია 5 მარტსაა დაგეგმილი.