"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად"- საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს. 

 

ფრანგმა დიმპლომატის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის. 

 

 

"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე", - განაცხადა ელჩმა. 

 

 

პასკალ მენიეს თქმითვე, თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული.  საფრანგეთის ელჩის შეფასებით, ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ ჰქონია, თუმცა თუ ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკის მიმართ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ეს საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება. 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 მაისის 17:00 საათისთვის
„ადამიანები ქვეყანაში არსებული სიკეთეებით ბოლომდე ვერ სარგებლობენ და რესურსების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 23 მაისის 17:00 სათისთვის
"ლარის კურსთან დაკავშირებით არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს"
"საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს და კრიტიკა არის იაფფასიანი პოპულიზმი" - პრემიერი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ახალი ოფისი ყაზბეგის №1-ში მდებარეობს
რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა
„საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ,ოღონდ ეს ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მაისის 17:00 საათისთვის
"ხელი მოვაწერეთ ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას ევროკავშირში" -ნათია თურნავა
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზს ასახელებს
ქუთაისში, ე.წ მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა იხსნება
„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა