ფართოდ დარეკლამებულმა ლიეჟის კონგრესმა მოლოდინი ვერ გაამართლა

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მსოფლიო კონგრესი იმდენად ფართოდ იყო რეკლამირებული, რომ მის მონაწილეებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ. მაგრამ შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მათ სურდათ. მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო კონკრეტული გეგმის წარდგენა საქართველოში ცვლილებების განხორციელების თაობაზე.



ამის შესახებ გავლენიანი გერმანული რადიოსადგურის, Deutsche Welle-ს რეპორტაჟშია ნათქვამი. 



„შოთა ლელაძე უკვე მეოთხედი საუკუნეა საფრანგეთში ცხოვრობს. იგი იმით არის ცნობილი, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ თავისი პოლიტიკური ფერწერის გამოფენას სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობასთან აწყობს ხოლმე. კვირას, 10 თებერვალს, შოთა ლელაძე ლიეჟში ჩავიდა, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება ტარდებოდა ლოზუნგით „ერთად - შინისკენ“. ქართველი ემიგრანტები ლიეჟში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეკრიბა. როგორც ჩანს, ქვეყნის ყოფილ მეთაურს სწორედ ემიგრანტების იმედი აქვს, რომ შინ - საქართველოში ერთად დაბრუნდნენ.



შესაბამისად, ბევრი ელოდა, რომ 10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნების [თარიღს] გამოაცხადებდა და საქართველოს მომავლის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებდა, მაგრამ... მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების გეგმა არ წარუდგენია.



სელფი და ჩახუტება ექს-პრეზიდენტთან

ექს-პრეზიდენტის გამოჩენა ლიეჟში შეკრებილთა წინაშე იმ საესტრადო ვარკვლავის გამოსვლას ჰგავდა, რომელთანაც ძალიან უნდათ სელფის გადაღება და ჩახუტება. და ეს ყველაფერი საქართველოს ჰიმნის - „თავისუფლების“ ჰანგების ფონზე. ჟურნალისტებმა სცენასთან ლამის ერთმანეთის ჭყლეტვა მოაწყეს, პოლიტიკოსთან მისასვლელად. მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, თუმცა მის მიმართ ინტერესს არავინ ამჟღავნებდა - იგი ინტრიგის ფონს მხოლოდ აფუჭებდა.



დაბრუნება ჯერ ვერ ხერხდება, რეფორმების გეგმები კი არსებობს

კონგრესის დაწყებიდანვე ყველა მიხვდა, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე გაბედული გეგმები ჯერ-ჯერობით არ აქვს. უბრალოდ, იგი თავის მომხრეებს ლიეჟში იმიტომ ხვდებოდა, რომ გაეგო მათი განწყობა, სურვილები და პერსპექტივები. თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა შეკრებილებს საქართველოში რეფორმების გატარების საკუთარი ხედვა მაინც გააცნო: ასე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის აზრით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის რეფორმირება - უნდა შეიქმნას პირობები ელექტრონული ხმის მიცემისათვის. მან ასევე წარმოადგინა საპენსიო სისტემის სავარაუდო ცვლილებებიც. ამასთან, ექს-პრეზიდენტს არაფერი არ უთქვამს მთავარზე - საქართველოში დაბრუნებაზე, ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაზე და მმართველობის ალტერნატიულ ორგანოებზე. არადა, სწორედ ამაზე ლაპარაკობდა იგი კონგრესის წინ ქართული ტელეარხის „რუსთავი-2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში: „ჩვენ ემიგრანტებთან ერთად საქართველოში მშვიდობიანად დავბრუნდებით და ფართო ფრონტით გამოვალთ დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს სომხეთში მოხდა“.



მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაასრულა და დარბაზიდან სწრაფად გავიდა. ჟურნალისტებმა ისევ ზედახორა მოაწყეს და შეეცადნენ პოლიტიკოსს როგორმე დაწეოდნენ, მაგრამ უშედეგოდ: დაცვის თანამშრომლებმა თავიანთი საქმე კარგად შეასრულეს.



ოპონენტები როგორც „არასასურველი პიროვნებები“

უნდა ითქვას, რომ ლიეჟში შეკრებილი კონგრესზე ყველა მიგრანტი არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. ღონისძიებაზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლაც მოხდა: პირველი - შენობის შესასვლელში, სადაც შეხვედრა გაიმართა. ექს-პრეზიდენტის ოპონენტებს დარბაზში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს; მეორე მოვლენა, რომელმაც ერთიანობის ატმოსფერო დაარღვია, უკვე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დროს მოხდა - დარბაზის ერთ-ერთ კუთხეში ვიღაცამ ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყო და ტელეოპერატორებიც მისკენ გაექანენ. როგორც გაირკვა, მიხეილ სააკაშვილის პარალელურად გამომსვლელი პიროვნება ექს-პრეზიდენტის მტკიცე მოწინააღმდეგე, პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი აღმოჩნდა. ორივე ორატორი რამდენიმე ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ერთმანეთის ხმა გადაეფარათ, შემდეგ კი შეკრებილთა სტვენის ფონზე, დაცვამ თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანა.



საეჭვოა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს

კონგრესზე ევროპის მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა, მათი ლიეჟში ჩასვლის მიზანი ექს-პრეზიდენტის მხარდაჭერა იყო, სამშობლოში ცვლილებების განხორციელებისათვის. ღონისძიების დაწყებისას ბვერი გახარებული იყო, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ბევრიც იმედგაცრუებული ჩანდა. მაგალითად, მხატვარი შოთა ლელაძე ნაწყენი იყო, რომ ღონისძიებაზე იმდენი ხალხი არ მივიდა, რამდენიც მას სურდა. მისი გამოთვლით, ლიეჟში მხოლოდ 300 ქართველი შეიკრიბა. შოთა ლელაძის თქმით, ევროპაში ამჟამად ბევრი ლტოლვილია, მაგრამ ისინი კონგრესზე იმიტომ არ ჩავიდნენ, რომ შერისხულ პოლიტიკოსთან კონტაქტებს უფრთხიან.


თვითონ შოთა ლელაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ქარიზმის მიუხედავად, საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდეს. დიახ, ექს-პრეზიდენტი მისი მეგობარია. დიახ, მან ქვეყანა შეცვალა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა წარსულში ბევრი შეცდომაც დაუშვა. მხატვრის თქმით, უკეთესი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკოსთა ახალი თაობა მოვა.





მსგავსი სიახლეები
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე
“რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს” - გია ხუხაშვილი
"აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე
სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა გაწევრიანების გარეშე