"ასადის რეჟიმის გაძლიერება უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე"- ვახტანგ მაისაია

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკისაგან. ამაზე მიგვანიშნებს ტრამპის ნაბიჯები, რომელსაც ის საერთაშორისო არენაზე დგამს.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ ნატოს დატოვების შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, რისი ინიციატორიც სწორედ აშშ-ის პრეზიდენტი იყო, თუმცა, ამერიკის წარმომადგენლთა პალატამ 22 იანვარს კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ადმინისტრაციას ჩრდილატლანტიკური ალიანსიდან გასვლა ეკრძალება. ამ კანონპროექტს კონგრესში 357 წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 22 წინააღმდეგი იყო.

 

კენჭისყრის შემდეგ, კანონპროექტი „ნატოს მხარდამჭერი აქტი" სენატს გაეგზავნა, - ადმინისტრაციას ნატო-დან გამოსვლის ხარჯების დასაფარად ფედერალური ბიუჯეტის გამოყენება ეკრძალება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 თებერვალს რუსეთმა „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების" დატოვების შესახებ განაცხადა - ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საპასუხოდ იქნა მიღებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ.

 

პირველ თებერვალს ამერიკის მიერ „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას" დატოვების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. მისი თქმით, 1987 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი 180 დღეში დასრულდება.

 

რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?

 

ანალიტიკოს სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპმა პოზიციები დათმო, თუმცა გაზის წარმოებით აშშ უმსხვილესი ენერგომწარმოებელი გახდა.

 

„დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკის გეოპოლიტიკური გამოწვევა გამოიხატება იმაში, რომ აშშ თმობს თავის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და საკუთარ სტრატეგიულ მოკავშირეებს საუდის არაბეთს, ისრაელს და იორდანიას ტოვებს მარტო იქ არსებული უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე. გარდა ამისა, აშშ აპირებს გამოვიდეს აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან.


„ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აშშ-ს უკვე ნაკლებად აინტერესებს, ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ნავთობი, რადგანაც ფიქლური ნავთობის, გაზის წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიის - თხევადი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ხარჯზე, თვითონ გახდა უმსხვილესი ენერგომწარმოებელი. ამიტომაც, ამ კუთხით დონალდ ტრამპმა, მისი მოსაზრებით, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო," - აღნიშნა მაისაიამ.

 

ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, გარკვეულ საკითხებში აშშ-ის უპირატესობა შეინიშნება. ამასთანავე, მისი თქმით, აშშ ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში.

 

„ამ ეტაპზე „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების" გადახედვის შესახებ მიმდინარეობს საუბარი. რუსეთი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს. თუკი ეს ხელშეკრულება მომავალში არ იმოქმედებს, აშშ-ს უფრო „აწყობს" ეს ფაქტი, ვიდრე რუსეთის ფედერაციას, რადგან აშშ-ის სამხედრო პოტენციალი რუსეთის სამხედრო პოტენციალს აღემატება. რუსეთი აშშ-ს ერთადერთი, ტანკების რაოდენობით უსწრებს.

 

„აშშ თავის სამხედრო დასწრებას რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ზრდის. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმინილი კონფლიქტის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის პირველი ამერიკული გემი შევიდა. ამიტომაც, აშშ შეიძლება დაინტერესებული იყოს, როგორც ბალტიის, ასევე შავი ზღვის რეგიონებში სამხედრო დასწრების გაძლიერებით," - აცხადებს ჩიტაძე.

 

მაისაია მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნის, - რუსეთის, თურქეთისა და ირანის პოზიციების გამყარებასთან ერთად, შესაძლოა სირიის ასადის რეჟიმიც გაძლიერდეს, რაც საქართველოსთან მიმართებაში უარყოფით ასახვას ჰპოვეს. რაც შეეხება აშშ-ს, მისი გეოპოლიტიკური გავლენა დაეცა.


„რეგიონში ამით ძლიერდება რუსეთის, ირანის და თურქეთის საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული პოზიციები და სამწუხაროდ, სირიის ასადის რეჟიმსაც სერიოზული გავლენა ენიჭება, - გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აღადგინონ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა და მომდევნო კვირას ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ასევე ბაჰრეინიც. არაა გამორიცხული ამ პროცესს სხვა სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიც შეუერთდნენ, ხოლო სირიელი ქურთების ეროვნული ასამბლეის თანა-თავჯდომარემ ილხამ ახმედმა გამართა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის მთავრობის მაღალჩინოსნებთან.

 

„ამავე დროს, შეიძლება გაიზარდოს ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფართობიც და მათ ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიც დაერთოს.


"ასადის რეჟიმის გაძლიერება აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გასვლის ფონზე, უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე, - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არა-აღიარებითი პოლიტიკის განხორციელების კუთხით.


"აშშ-ს გეოპოლიტიკური გავლენის მკვეთრ დაცემაზე მოწმობს ასევე ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპს, რომელიც სასწრაფო წესით ჩაფრინდა გასული წლის 26 დეკემბერს ერაყში, არ შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადილ აბდულ-მახდი, - ეს უკვე ამ პროცესის საკმაოდ საშიში სიმპტომია," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

ჩიტაძე რუსეთის რეალურ ბერკეტებზე საუბრობს. ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი მჭიდრო თანამშრომლობის გაღმავებას ჩინეთთან ცდილობს, რომელიც უშუალოდ აშშ-ის დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენს.

 

„რუსეთი ცდილობს დაუახალოვდეს ჩინეთს და წინ აღუდგეს დასავლეთის ქვეყნების გავლენის გაფართოებას; გასულ წელს, რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარებს და ამ წვრთნებში 300 ათასამდე სამხედრო მოსამასახურე მონაწილეობდა. ეს, თავისი რაოდენობის თვალსაზრისით, პირველი მსხვილმასშტაბიან წვრთნა იყო 1982 წლის შემდგომ პერიოდში.

 

"რუსეთი შეეცდება ჩინეთთან სამხედრო სფეროში გააღრმაოს ალიანსი. თანაც, ჩინეთი გეოპოლიტიკურად, თუ იდეოლოგიურად აშშ-ს უპირისპირდება, თუმცა ეკონომიკურად მაინც აშშ-ზე დამოკიდებული," - განაცხადა ჩიტაძემ.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა თავისი ოფიციალური ტვიტერის გვერდის საშუალებით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომბოს მიმართულებით."

 

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც შესაძლოა მივიღოთ და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ვინ იქნება ამ ახალ რეალობაში - რამდენად რეალურია, რომ საქართველო ვაშინგტონის მჭიდრო მოკავშირე გახდეს - რა როლი ექნება საქართველოს?

 

მაისაია თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „შერჩეული ჩარევის" პრინციპით მოქმედებს, ამიტომაც, რთულია განისაზღვროს ის „ბედნიერი" ქვეყანა, რომელიც სწორედ ამ სტატუსს მოიპოვებს.

 

„ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში შემოიტანა პრინციპი „შერჩეული ჩარევა," - რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ გაუწევს რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას მხოლოდ შეზღუდული სახის ქვეყნებს, მაგალითად, ამ ეტაპზე ასეთნაირად შერჩეულია ისრაელი ახლო აღმოსავლეთში და შედარებით უფრო მეტ პარტნიორად უკრაინა (მომავალში ამას განსაზღვრავს ამ ქვეყანაში დაგეგმილი 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები).

 

„ამ კონტექტსშტი, როდესაც აშშ, ტრამპის ადმინსტრაციის პირობებში, ფაქტობრივად, აწარმოებს ე.წ. „ნეო-იზოლაციონიზმის" საგარეო პოლიტიკურ კურსს, რთულია განისაზღვროს ვინ იქნება ასეთი „ბედნიერი" სტატუსის მფლობელი. პრინციპში ამ ეტაპზე ფორმალურად, ასეთნაიარდ ჯერ კიდევ მოიაზრება ევროკავშირი და ნატოს ევროპელი მოკავშირეები, თუმცა აქაც უკვე იქმნება ბზარი. ამ მხრივ გამოსარჩევია აშშ- თურქეთის ურთიერთობა," - დასძინა მან.

 

ჩიტაძე აცხადებს, რომ საქართველო განიხილება, როგორც აშშ-ის პოტენციური პარტნიორი, რაზეც მიგვანიშნებს სამხედრო პროგრამების განხორციელება და ასევე ფოთის პორტის მოდერნიზაციის დაფინანსება.

 

მოსალოდნელია ნატო-ს კიდევ უფრო გაძლიერება, საუბარი არ შეიძლება ნატო-დან აშშ-ის გასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ევროპა ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას. ევროპა მაინც იძულებული იქნება, რომ ევროპის უსაფრთხოების მიზნით აშშ-ს სამხედრო პოტენციალი გაითვალისწინოს. თუკი მოხდება ნატო-ს შემდგომი გაძლიერება, აღნიშნული დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.


„საქართველოს აშშ განიხილავს როგორც პოტენციურ პარტნიორს, - საქართველო და აშშ ახალი სამხედრო პროგრამის განხორციელებას აპირებენ, რომელიც ერთობლივ წვრთნებს გულისხმობს, ერთობლივ სასწავლო ცენტრის შექმნას.

 

"ასევე, ვიცით, რომ აშშ თანხებს გამოყოფს ფოთის პორტის მოდერნიზაციისთვის. ალბათ, ფოთის პორტს თავისი სამხედრო დანიშნულებაც ექნება. საშუალო და გრძელვადიან პერპექტივაში მოვლენები საქართველოს სასარგებლოდ წარიმართება და ნატო-ს გაძლიერება, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება," - აცხადებს ჩიტაძე.

 

მაისაია აღნიშნავს, რომ საქართველო და აშშ შესაძლოა მოვიაზროთ სტრატეგიულ პარტნიორებად, თუმცა, აღსანიშნავია ის ნეიტრალური პოზიციაც, რაც აშშ საქართველოსთან მიმართებაში ინარჩუნებს.


„ბოლო კონგრესის საქართველოს მხარდაჭერი რეზოლუციის მიხედვით აშშ წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის რბოლად, რომ ვთქვათ „ნეიტრალური" პოზიციები საქართველოსადმი ქმნის ცოტა ორჭოფულ ვითარებას.

 

„აშშ-ს რეგიონიდან გასვლის ალბათობის ერთგვარი სიმპტომია, თუნდაც ამერიკული კორპორაციების გასვლა კასპიის საერთშორისო ენერგეტიკული პროექტიდან, თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ აღნიშნული არ განხორციელდება საქართველოს მიმართ. ამ ეტაპზე გეგმიურად მიდის საქართველო-აშშ-ს სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტები," - განაცხადა მაისაიამ.





მსგავსი სიახლეები
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე
“რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს” - გია ხუხაშვილი
"აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე
სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა გაწევრიანების გარეშე