„ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.

არ ვადასტურებ, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციები, რომლებიც საცალო კრედიტებზე დაწესდა, მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს.

 

„რაც შეეხება საცალო კრედიტებზე დაფინანსებას, აქაც არის რეგულაციები, რომელიც დიახ, მიზანმიმართულად არის შემოღებული, რომ ჩვენი მოსახლეობა არაჯანსაღი კრედიტებისგან დავიცვათ. საბანკო რეგულაციები, რომელიც იყო შემოღებული, აგრეთვე გამიზნულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ღარიბი შრე იმისთვის, რომ მათ აიღონ ის კრედიტი, რომლის გადახდის უნარიც ექნებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას და ვამბობთ, რომ ამას სამშენებლო სექტორის ზრდაზე განსაზღვრული ზეწოლა მოჰყვება. ეს არავისთვის გასაოცარი და სიახლე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ზეწოლა არ იქნება ისეთი, როგორზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ და ჩვენ ამას სტატისტიკა გვიჩვენებს. ეს იყო გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.

 

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ადეკვატური შემოსავალი, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, საშუალება აქვს, რომ ბინა შეიძინოს. ბინის შეძენის საშუალება არ აქვს მას, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ კრედიტი გაისტუმროს და ჩვენ მათ ვიცავთ იმისგან, რომ არ მოყვნენ საბანკო კრედიტის ქვეშ, რომელსაც ვერ გადაიხდიან და ცხოვრებას გაიუბედურებენ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე
"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 მარტის 17:00 საათისთვის
"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 მარტის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"
"კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 მარტის 17:00 საათისთვის
"2018 წელს ქვეყანაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა გაზრდილია" - ეკატერინე მიქაბაძე
"საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის"
"კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით"
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ფინანსური მაქინაციები ქართულ საფინანსო ბაზარზე - როგორ ათეთრებდა ფულს ლიბერთი ბანკი რუმინული კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვით
"ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ მათ მოეხდინათ ახალი ტვირთების მოზიდვა" - მამუკა ბახტაძე
2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის