„არსებობს კადიროვის ახალი პროექტი და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა“

არსებობს კადიროვის ახალი პროექტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშაოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, რამზან კადიროვს არა მხოლოდ ამ გზის ამუშავება, არამედ საბაჟოს გახსნაც სურს.

 

„ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა ინტერესების დაჯგუფებებია, ყველას უნდა, რომ ტრანზიტის მფლობელი იყოს. ძალიან კარგი მაგალითია, რომ 2006 წლიდან გაკეთდა გზა აფხაზეთის მიმართულებით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ფედერალურ ხელმძღვანელობას 270 კილომეტრიანი გზა გააკეთებინეს იმისთვის, რომ კოდორის ხეობის გავლით სოხუმამდე ჩასულიყვნენ. როგორც გააკეთეს, ისევ იქ არის გაჩერებული ეს გზა. ასევე ჩრდილო-ოსეთშიც გააკეთეს გზა, რომლიც ამოდის მამისონის უღელტეხილზე. 18-კილომეტრიანი გზა დაუჯდათ 3 მილიარდ 200 მილიონი რუბლი. კალაკი - ასთი დასახლებული პუნქტია, რომელიც მამისონამდე ამოდის. ესეც იმიტომ, რომ განეხორციელებინათ ტრანზიტი.

 

ახლა არსებობს კადიროვის ახალი პროექტი, რომლიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა. ითუმ-ყალე არის ჩეჩნეთის უკიდეურესი სამხრეთ რაიონი. იქ დუდაევმა თავის დროზე გააკეთა 48 კილომეტრიანი გზა, მაგრამ მოხრეშვის გარდა ვერაფერი მოასწრო. ეს არის ის გზა, საიდანაც ლტოლვილები გამოყარეს, შატილს მოაწყდნენ 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. მოკლედ, ამ გზის ამუშავება უნდა. როგორც ჩანს ამ გზის ამუშავების შანსები აქვს და ფედერალურ დონეზე რაღაცები შეათანხმა. არა მარტო გზის ამუშავება, არამედ საბაჟოს გახსნა უნდა. საბაჟოს ვერ გახსნის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით რეგიონი, თუ კონკრეტულ ქვეყანასთან არ ექნა 100-კილომეტრიანი საზღვარი, არადა აქვს 85 კილომეტრი. ახლა „ჩალიჩობს“, რომ ამ 15 კილომეტრზე როგორღაც იშოვოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.





მსგავსი სიახლეები
„იმან, რაც სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უქნა, ის გამახსენა, რაც ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ილია დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” გაუკეთა“
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში, შესაძლოა, ამომრჩეველს სანდრა რულოვსის კანდიდატურა შესთავაზოს
"იშლება არ ვიცი, მაგრამ მე, ახალგაზრდები, ჩემი ორგანიზაციის ხალხი წამოვედით“ - თაკო ჩარკვიანის პარტიის შიდა დაპირისპირება
"რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ი­დან მი­დის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი!“
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აუცილებლად მივიღებთ მაღალი მხარდაჭერით“
"თქვენს პატიოსნებას მიხედეთ"- ვანო ზარდიაშვილი გედევან ფოფხაძესა და ეკა ბესელიას
"ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე" - ბესელია - მდინარაძეს
ზუგდიდში - მელია, მთაწმინდაზე - შავგულიძე - ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ
„„წამოცდა! რისი სურვილიც აქვთ - გააღიზიანონ რუსეთი, შემოვიდეს, წაგვართვას კიდევ ტერიტორია და ამის მუხტზე აჯანყების ტალღის აგორება“
„უცებ დავინახე, ძაღლს ასეირნებდა ასაკოვანი, მაგრამ ლამაზი ქალბატონი, მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და წრეზე გაატასავა - სალომე იყო, ზურაბიშვილი - ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე მიშას დრო“
„ჩვენ მთაწმინდასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს ჩვენი გეგმები და ამის თაობაზე საზოგადოებას მოვახსენებთ“
2008 წლის აგვისტოს ომის სამარცხვინო ზავი - რა ეწერა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების საიდუმლო პუნქტებში
„ანაკლია თურქული ბაზალტის ქვითაც აშენდება - ანაკლიისათვის ძალიან ბევრი ბაზალტის ქვა გვჭირდება"
„ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ გუშინ რუსები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, ხუროშვილი-ბატონისაშვილის ბაღებში - ხურვალელებო! გული მტკივა, რატომ იკადრეთ ტყუილი?“
„თაკო პუბლიცისტიკას პარტია დატოვა ლელა კაკულიას გოგომ, არადა, ტაკუნა ლელას ხილვების იმედზე იყო“
„გუბაზ, შე მიხა სააკაშვილის ჯამბაზო - თემურ ალასანია როლებს რომ ანაწილებდა, ცოტა ხეირიანი როლი ვერ მოგაშავა?!“
მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება - იგი თავადაც აპირებდა ამ მოთხოვნით შესაბამისი უწყებისათვის მიემართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს შორის დაასახელა
„გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით - ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა“
„მსოფლიოში პირველი მოქმედი და უმოქმედო მაწანწალა, სხვას ეძახის რუსების მონებს და თვითონ, „ჩერეზ“ წიმურა ალასანია, უსაპნოდ არის შემძვრალი რუსების ტრ...ში“