„სააკაშვილის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - ამ ძალის სახე გახლავთ მისი ბიძა თემურ ალასანია“

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “საერთო გაზეთი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბელგიის ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, გასარკვევია, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა.

 

“სააკაშვილი რას აპირებს, ეს პრობლემა საერთოდ არ არის, რადგან იგი მასხარა, მაწანწალა გახლავთ. მისი ქმედებები ნაკლებად ყურადსაღებია, უფრო საინტერესო ისაა თუ ვინ დგას მის უკან, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს. ემიგრანტები საზღვარგარეთ გაჭირვებამ წაიყვანა და არ მგონია იმის ფუფუნება ჰქონდეთ ლიეჟში ისეირნონ და სასტუმროები ჯავშნონ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს მთლიანად დაფინანსებული ღონისძიებაა. აი, ეს არის საინტერესო და არა სააკაშვილის შიზოფრენია. ალტერნატიული მთავრობების შექმნა და ა.შ., ეს ხომ შიზოფრენიაა და მეტი არაფერი. ბუნებრივია, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. თუმცა, ფაქტია, მის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ამ ძალის სახე გახლავთ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ჩრდილშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი მართავს ამ პროცესებს და თუ ვისი დავალებით, ჩემი აზრით, ამის გარკვევა ძალიან მარტივია. ამის მშვენიერი მაგალითია მათ მიერ ხელდასმული საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე _ რუსეთის უშიშროების თანამშრომელი. ვფიქრობ, აი ეს არის მნიშვნელოვანი და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს”– განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ინფორმაციას მარშალპრესი ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
„ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს, ამისთანა სამარცხვინო ოჯახს ემართოს რომელიმე ქვეყანა“
„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის“
„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოიკრიფონ ძალ-ღონე, გადალახონ კონფორმიზმის ზღურბლი და მიიღონ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება!“
„მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში“
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“
„მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს - ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს“
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
"31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას"
უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“