"დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის  საწარმო „MGM TEX" დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს, შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას.

 

შპს „ემჯიემტექს"  2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა  M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის „H&M" ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, "H&M"-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით "MADE IN GEORGIA" (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას ამ ტიპის, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი სჭირდება.

 

„ესაა ტექსტილის საწარმო, რომელიც პრაქტიკულად, მთლიანად მუშაობს ექსპორტზე.  დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ საწარმოს ხელმძღვანელობისა და აქ დასაქმებულების  მიერ გაწეული სამუშაოთი, იმით, თუ როგორ ააწყეს ბიზნესი, მოძებნეს ეს ბიზნესმოდელი, ასევე კონტაქტები ევროპაში. რა თქმა უნდა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში" ძალიან დიდი როლი ითამაშა საწარმოს განვითარების პროცესში. ჩვენ გვინდა ასეთი, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესები", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 

„ასეთი ტიპის ძალიან ბევრი საწარმო ევროპიდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოდის ჩვენს რეგიონში და რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

ეკონომიკის მინისტრის აზრით, ტექსტილის გარდა ეკონომიკაში გვაქვს სხვა ანალოგიური სეგმენტები, მაგალითად, ტყავის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება, რომელთაც ასევე დიდი პოტენციალი აქვთ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო კომპანია „ველსმა“ სტუდენტების დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
"ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება"
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 მაისის 17:00 საათისთვის
კომპანია „ველსის“ ხელშეწყობით პირველი წიგნი ტრეიდინგზე - „ვაჭრობის საფუძვლები“ გამოიცემა
„ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის, ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ“
„არის სტრატეგიული აქტივები, რაც საფიქრალია, მაგრამ რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით ეკონომიკას რა საფრთხე დაემუქრება?“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 მაისის 17:00 საათისთვის
"აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 მაისის 17:00 საათისთვის