„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში, რომელსაც  მინისტრთან ერთად საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში ჩატარდა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ეკონომიკის მინისტრის ხედვები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, DCFTA-ის მიმდინარეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

 

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვრცლად ისაუბრა ექსპორტის წახალისების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განხორციელდება. 

 

„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი  დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი.  ეს არ ეხება უმაღლეს განათლებას - ვსაუბრობთ საბაზისო პროფესიების ათვისებაზე. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა,  უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო  და მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ტექნიკური და პროფესიული განათლება" - აღნიშნა მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას


როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, პრაქტიკულად უკვე შესრულების ფაზაშია ძალიან დიდი პროგრამა, სადაც სახელმწიფო უფასოდ გადაამზადებს პროფესიულ კადრებს. „ასეთი საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები დიდი რაოდენობით ჩატარდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთშიც და მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია ამ პროგრამის   შესახებ. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი მოვიზიდოთ, მივცეთ მათ პროფესიული განათლება და დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს და შევქმნათ სამუშაო ადგილები, გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი და მთავრობას გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ შექმნათ ეს კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში" - განუცხადა მეწარმეებს გორგი ქობულიამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის თანაორგანიზატორებს - ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში" და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიას.





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე
"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 მარტის 17:00 საათისთვის
"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 მარტის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"
"კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 მარტის 17:00 საათისთვის
"2018 წელს ქვეყანაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა გაზრდილია" - ეკატერინე მიქაბაძე
"საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის"
"კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით"
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ფინანსური მაქინაციები ქართულ საფინანსო ბაზარზე - როგორ ათეთრებდა ფულს ლიბერთი ბანკი რუმინული კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვით
"ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ მათ მოეხდინათ ახალი ტვირთების მოზიდვა" - მამუკა ბახტაძე
2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის