მიხეილ ბატიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა. მემორანდუმი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ.

 

„სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც  მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ. მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც  განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას გულისხმობს. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას, გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს.





მსგავსი სიახლეები
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“
„ორი კვირის წინ შტატებიდან თბილისში ჩამოსული რომ იტყვი, დღეს სპეციალურად ჩამოვედი, მხარი მეგობარს დავუჭიროო, ალასანია უნდა იყო გვარად, ამოტოლა ტყუილი თქვა და არ გაწითლდე“
„ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა“
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს
„ვშიშობ, "საქართველოს მასშტაბით ვითარების ადუღების" და "ფიზიკური შეტევის" გეგმები რეალურად გააჩნიათ“
„ჩვენთვის მთავარია თითოეული ბიულეტენის დათვლა და თითოეული ხმის მიტანა საბოლოო ოქმში“
„ამ დროის ინფორმაციით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია“
„ვერც 9 წელი ხელისუფლებაში ძალადობამ და ვერც 7 წელი ნაძარცვი ფულებით ოპოზიციაში პარპაშმა, ნაცებს ვერ შეაგნებინა: აღარასოდეს შეცდება საქართველო, ვეღარასოდეს ჩაიგდებენ ძალაუფლებას ხელში“
17:00 საათისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია
„აწი ერთმანეთი მაინც დაჯეჯგვეთ და წაგება აღნიშნეთ - ზუგდიდი, გილოცავ! ზუგდიდს ზუგდიდელი მერი ეყოლება!“