„მამუკა ხაზარაძემ რეალურად უნდა თქვას, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?!“

ხაზარაძეს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ შესაძლებელია, ვიღაცის გონზე მოყვანა და რაღაცნაირად მოლაპარაკება, თუ ისინი დათმობას და კონსენსუსის ძიებას არ აპირებენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ექსპერტმა მამუკა ხაზარაძეს სთხოვა, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს მეტი გამჭვირვალობა შესძინოს.

 

„რა თქმა უნდა, მეტი სიცხადეა საჭირო. ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი შეთქმულების თეორია ტრიალებს და მე მინდა, მამუკა ხაზარაძეს ვთხოვო, რომ მეტი გამჭვირვალობა შეიტანოს ამ საქმეში. ბუნებრივია, ის საკუთარ და ბანკის ინტერესებს იცავს და პრინციპში, მას დღეს ამ საქმეში საკმარისი მხარდაჭერა აქვს. დღეს, როცა შეთქმულების თეორიები ვითარდება, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ინფორმაციის შემოგდება მოხდება იგივე პროკურატურის ცირკულართან დაკავშირებით, რაც შემდეგ პროკურატურამ უარყო და შეიძლება, ამან ვითარება ძალიან დაძაბოს. ალბათ ხაზარაძეს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ შესაძლებელია ვიღაცის გონზე მოყვანა და რაღაცნაირად მოლაპარაკება, თუ ისინი დათმობას და კონსენსუსის ძიებას არ აპირებენ და თავიანთი ინტერესების დაცვას აპირებენ, მაშინ რეალურად უნდა თქვას, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?! აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.





მსგავსი სიახლეები
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“
„ორი კვირის წინ შტატებიდან თბილისში ჩამოსული რომ იტყვი, დღეს სპეციალურად ჩამოვედი, მხარი მეგობარს დავუჭიროო, ალასანია უნდა იყო გვარად, ამოტოლა ტყუილი თქვა და არ გაწითლდე“
„ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა“
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს
„ვშიშობ, "საქართველოს მასშტაბით ვითარების ადუღების" და "ფიზიკური შეტევის" გეგმები რეალურად გააჩნიათ“
„ჩვენთვის მთავარია თითოეული ბიულეტენის დათვლა და თითოეული ხმის მიტანა საბოლოო ოქმში“
„ამ დროის ინფორმაციით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია“
„ვერც 9 წელი ხელისუფლებაში ძალადობამ და ვერც 7 წელი ნაძარცვი ფულებით ოპოზიციაში პარპაშმა, ნაცებს ვერ შეაგნებინა: აღარასოდეს შეცდება საქართველო, ვეღარასოდეს ჩაიგდებენ ძალაუფლებას ხელში“
17:00 საათისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია
„აწი ერთმანეთი მაინც დაჯეჯგვეთ და წაგება აღნიშნეთ - ზუგდიდი, გილოცავ! ზუგდიდს ზუგდიდელი მერი ეყოლება!“