“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე

"ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის წინა პერიოდია. სამწუხაროდ, ამას ყველაზე ნაკლებად ბიძინა ივანიშვილი ხვდება. ვერაფერს იმიტომ ვერ ხვდება, რომ მლიქვნელებით არის გარშემორტყმული და რეალობასაა მოწყვეტილი... დუღილი მიდის პოლიტიკაში, დუღილია ეკონომიკასა და საბანკო სექტორში, დუღილი დაიწყო საპატრიარქოშიც, სადაც გარეშე ძალების ერევიან, დუღილის პროცესია სპორტში - მარტო ჭიდაობის ფედერაციის ამბები რად ღირს... ეს დუღილი ძალიან მალე აფეთქებაში გადაიზრდება - ელემენტარული ბუნების კანონია, რომ ასეთ დუღილს შედეგი აუცილებლად მოჰყვება”, - აცხადებს “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” / “ოცნების ლიდერი იმ დონეზე დავიდა, რომ უკვე იმას არჩევს, ვინ უნდა შემოიტანოს საქართველოში კვერცხი”.

 

“მამუკა ხაზარაძის და “თიბისი” ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ამასთან დაკავშირებით მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. იმ დროს მე ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის წევრი ვიყავი, როცა გიორგი კვირიკაშვილის მეცადინეობით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. ამ პროცესს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა დავით საგანელიძე. საგანელიძე გახლდათ ამ ყველაფრის შემოქმედი. ის ანაწილებდა ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულებს შორის წილებს. თავად საგანელიძისგან და სხვებისგან ვიცი, რომ ვანო ჩხარტიშვილი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მას ჩაეგდო ხელში. მოხდა ისე, რომ მაშინდელმა პრემიერმა კვირიკიაშვილმა ჩხარტიშვილი უარყო - მან ივანიშვილის რეკომენდაციასაც არ გაუწია ანგარიში. რა თქმა, ჩხარტიშვილს რეკომედაციას ივანიშვილი უწევდა - ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდებაში მას სწორედ “ოცნების” ლიდერი ეხმარებოდა. მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ პროექტიდან გვერდზე გაწეულიყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

 

“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე. ხაზარაძეს კი იმ დროს ჰქონდა მოქმედი პრემიერის მხარდაჭერა და მოახერხა ამ ტენდერის მოგება. ჩემი თვალით ვუყურებდი რა ხდებოდა, როცა ტენდერის შედეგები გამოცხადდა - მთელ სახელისუფლებო გუნდში პანიკა იყო. მაშინ დაიქადნა ვანი ჩხარტიშვილმა, რომ მამუკა ხაზარაძეს ამ ტენდერის მოგებას არ შეარჩენდა. ჩხარტიშვილი უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და მათ “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელს ასეთი ურჩობა არ აპატიეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“იბადება კითხვა - რატომ არის ანაკლია ასეთი მნიშვნელოვანი ან ერთი, ან მეორე მხარისთვის. არც ჩხარტიშვილი და არც ხაზარაძე არ არიან დაინტერებული, რომ ანაკლიის პორტი და საქართველოს ააყვავონ - ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მილიარდობით შავი ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალება. ანაკლიის პორტი არის ფულის გათეთრების კონვეიერი, საიდანაც ვიღაცების ჯიბეში ძალიან ბევრი ფული დაილექება. ფულის გათეთრება არის კრიმინალი და ეს ბიზნეს-კრიმინალი არის ამ პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ანაკლიის პორტის მშენებლობა არავის სურს კეთილშობილური მიზნებისთვის”, - დასძენს ბრეგაძე და შეკითხვაზე - “არის ვერსია, რომ ივანიშვილი ხაზარაძეს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ის პოლიტიკაში აპირებს წასვლას...” - პასუხობს:

 

“რა პოლიტიკურ აქტიურობას უნდა აპირებდეს ხაზარაძე? ის არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, რომელიც მშვენივრად გრძნობდა თავს ყველა ხელისუფლების დროს - ანაკლია რომ არა, ის დღევანდელ ხელისუფლებასთან დღემდე ჩახუტებული იქნებოდა... შარშან მაისში “ბასიანთან” დაკავშირებული ნარკომანების აქციის დამფინანსებელი სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო. სხვათა შორის, კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ედ აქციები იყო...”





მსგავსი სიახლეები
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე