„ყველა ნორმალურმა ადამიანმა მშვენივრად უწყის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მარო ბაბომ და შაქრო პაპამ ამდენი იციან? არ იციან, საქართველოში კიდე ეგეთი მარო და შაქრო აუ, რამდენიაააა!“

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „საერთო გაზეთში“ აქვეყნებს წერილს „მიხას ტარტაროზები და დაბალ-დებილი ფენები“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ძვირფასო მკითხველო, წინა წერილში გიამბეთ, თუ რა მეთოდებით იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებთან ერთად, გაერთიანებულ ოპოზიციას რომ უწოდებენ. იმაზეც გესაუბრეთ, თუ როგორ იყენებენ ისინი ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მეთოდებს – “დააბრალე ყველანაირი სიბინძურე, დაე, იმართლონ თავი. დააბრალე ის, რასაც თავად წარმოადგენ”. წინა წერილში ისიც გითხარით, რომ, სამწუხაროდ, მიხა სააკაშვილის მიერ მართულმა ხროვამ საწადელს მიაღწია და დღეს, გარკვეულ წრეებში, მეტადრე დაბალ ფენებში, უკვე გაჩნდა არნახული აგრესია ივანიშვილის მიმართ.


სანამ ქართულ პოლიტიკაში “ქართული ოცნება” გაჩნდებოდა, კობა დავითაშვილს აქვს ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში: 2004 წელს ხელისუფლებაში რომ მოვედით, რამდენი მიშას კაბინეტში შევედი, იმდენი ადოლფ ჰიტლერის “მაინ კამპფს” (“ჩემი არჩევანი”) კითხულობდაო. ერთხელაც ავიღე ეს წიგნი და დავუმალეო. რა გამოდის? სააკაშვილს ძალიან კარგად აქვს შესწავლილი არა მხოლოდ გებელსის პროპაგანდა, არამედ ჰიტლერის იდეოლოგიაც. წინა წერილში ისიც აღვნიშნე, რომ მართალია, ჰიტლერისა და “მიშტლერის” სამოქმედო არეალი, ანუ მასშტაბები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ სულით ფაშისტი ხარ, შეიძლება შენი ძალადობრივი შესაძლებლობები ორ-სამ ადამიანზეც განახორციელო.


სიცრუე, ფაქტების გაყალბება, ცილისწამება და ამ ყველაფერში მასების ჩათრევა, აი, ეს იყო და არის სააკაშვილის მთავარი იდეოლოგია. სამწუხაროდ, ადამიანებზე ხშირად ისეთი სიყალბეც კი ახდენს გავლენას, რომელსაც ჩვენ არასერიოზულად ვუყურებთ და უბრალოდ გვეცინება. ეს კი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის (არ დავიწყებ მიეთმოეთს და პირდაპირ ვიტყვი) უტვინობაზე მიანიშნებს. საზოგადოების ამ ნაწილში გადიან ე.წ. პოლიტიკური “ბომონძღის” წევრებიც და კულტურის ე.წ. მოღვაწენიც, რომელთაც წლების განმავლობაში უანგაროდ არჩენს ბიძინა ივანიშვილი. ამას ჩვენ უმადურობას კი ვეძახით, მაგრამ, სინამდვილეში, ვირეშმაკობაა. მე, პირადად, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი თეატრის თანამშრომლებმა როგორ ატეხეს წიოკი, როცა ივანიშვილის საჩუქარი დაუგვიანეს.


- ეს როგორ და რანაირადო? ჩვენ ბანკებში პროცენტები გვაქვს გადასახდელი, რას ჰქვია, გვიგვიანებსო? მათი გამოხტომიდან რამდენიმე დღეში პრობლემა აღმოიფხვრა და ლამის ბოდიშიც მოუხადეს, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომელიმე მათგანი (ორი-სამი გამონაკლისის გარდა) გამოსულიყოს და ივანიშვილი დაეცვას. არა, დაცვას ვინ ჩივის, ხმებიც კი მომივიდა, ზოგიერთი მათგანისთვის ბიძინას ხსენება უკვე სამარცხვინო მოვლენად იქცა და მეტიც, ზოგიერთმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა. თქვენ რა, ამ ყველაფრის შემდეგ არ გეჩვენებათ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს რამსები აქვს არეული და ისე იხრჩობა ბოღმაში, უკვე საკუთარ თავსაც კი ვნებს? ვერ ამიხსნია, რატომ უნდა წავიდეს ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში თავად ივანიშვილის ჯიბეზეა ჩამოკიდებული? კაი, ბატონო, თუ ეს კაცი არ გეპიტნავება და ხელისუფლებაში ისევ ფაშისტების დაბრუნება გინდა, მაშინ უარი თქვი, გამოდი და განაცხადე, რომ არ გსურს, მისი დახმარებით იცხოვრო, შენც ნინო ანანიაშვილი, ან ნანა ალექსანდრია, ან კიდევ ჯულიეტა ვაშაყმაძე ხომ არ ხარ, მათსავით ამორალურად იცხოვრო?! პრინციპში, უკვე ცხოვრობ და ეგაა, ერთი ხელით ვაშაძეს ხაზავ, მეორე ხელით ბიძინას ფულს იღებ!..


დავუბრუნდეთ მიხა სააკაშვილის მიერ გაყალბებულ პროპაგანდას, რომლისაც, სამწუხაროდ, გაუნათლებელ ადამიანებს სჯერათ: ჰოლანდიაში გაქსუებულმა მიუნჰაუზენმა თავის ბოლო ინტერვიუში დააბრეხვა _ გაზაფხულიდან ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის დახურვას და “ფეისბუქის” გაუქმებას გეგმავსო. ნახეთ, როგორ “ოსტატურად” გააპარა, ტელევიზიას და სოციალურ ქსელს დახურავსო. კაი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი – 2” ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის და ალბათ, დღეს თუ ხვალ მაინც გადაეცემა, მაგრამ, საინტერესოა, როგორ უნდა დახუროს ივანიშვილმა “ფეისბუქი”? ყველა ნორმალურმა ადამიანმა მშვენივრად უწყის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მარო ბაბომ და შაქრო პაპამ ამდენი იციან? არ იციან, ისინი მთელი დღე ვენახში იყვნენ წაკუზულები, საღამოს მოვიდნენ, ივახშმეს, “კუშეტკაზე” წამოწვნენ, ტელევიზორს შეხედეს და გაოგნდნენ: ბიძინა ტელევიზორს ხურავს და კიდევ იგეთ რაღაცას, ჩვენ რო ჯერ არ ვიცითო. ეტყობა, ძაან მნიშვნელოვანი რამეა, თორე რათა ჰხურამსო?! საქართველოში კიდე ეგეთი მარო და შაქრო აუ, რამდენიაააა!


როდესაც მიხა რაღაც სისულელეს დააბრეხვებს ხოლმე, ჩვენ გვეცინება, მაგრამ მისი ბრმა მომხრეები ინდაურებივით ყლაპავენ. იცის ეს მიხამ და ამიტომაც აბრეხვებს. ნინო ბურჯანაძეს აქვს მოყოლილი: ერთხელაც მიშამ აიჩემა, თბილისის აეროპორტი ხელახლა უნდა გავხსნა და მის ეზოში ვენახი გავაშენოო. ეს პერიოდი, ალბათ, ყველას გახსოვთ. გამოხტა მიხა, გახსნა კომუნისტების დროს აშენებული აეროპორტი და დაიწყო _ ჩვენი ყველასა სჯობიაო, ევროპულ აეროპორტებზე უფრო მაგარიაო, მაგალითად, მიუნხენისა ამასთან შედარებით ქოხივით გამოიყურებაო. როდესაც ტრაბახს მორჩა, თურმე ნინო ბურჯანაძემ შენიშვნა მისცა – მიშა, რაში გჭირდება ასეთი ტყუილები, ხომ იცი, ევროპული აეროპორტები უფრო მაგარიაო? ნინო, ეგ ჩვენ ვიცით, რომ მაგარია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი აზრზე არ არიო. ესე იგი, რა გამოდის? მიხა 95 პროცენტს აბოლებს და ესენიც იჯერებენ. მართალია, მას მერე, მით უმეტეს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ უფრო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გავიდა ევროპაში, სადაც შედარებით მეტად უნდა გათვითცნობიერებულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, ისინი მაღაზიებში დარბიან ბოტასების მოსაპარად, სულაც არ აინტერესებთ, რომელ ქვეყანას როგორი აეროპორტი, ან როგორი ბუნება და ისტორიული ძეგლები აქვთ. აბა, ეხლა აშშ-ში მიხას რომ ხვდებიან აქედან გაქსუებულები და ვითომ საქართველოში მარშით დაბრუნებას აპირებენ, მაგათ რა უნდა ველაპარაკოთ მე და თქვენ? დავუშვათ, მართლაც დაუჯერეს ამ სირაქლემას და მოადგნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, მერე რა, ვის რა უნდა გადაუღუნონ?!


მიხა სააკაშვილს აქვს კიდევ ერთი მეთოდი – მოსყიდვა ფულით, ან ფულის გარეშე ისე, რომ დაპირდება და მერე გადააგდებს. ამ მეთოდზე ძირითადად ე.წ. პოლიტიკოსები და ე.წ. მოჟურნალისტო ელემენტები ეგებიან ხოლმე. აგერ, გამოაცხადა, 10 მილიარდი დოლარი მაქვს მობილიზებულიო და ეგრევე დაერჭო გუბაზ სანიკიძე ჰოლანდიაში. თქვენი არ ვიცი და… მე დაზუსტებით წარმომიდგენია, როგორ დაიწყო მასთან საუბარი ბატონმა გუბაზმა: ჯერ ბოდიშს მოუხდიდა (ლევან ბერძენიშვილივით), რომ ივანიშვილში შეცდა, მერე მოუყვებოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის დაბრუნებას საქართველოში, რათა საქართველო გადარჩეს, ბოლოს კი ყურში ჩასჩურჩულებდა, მე მილიონი მაინც უნდა მერგოს ამ საქმიდან, ძმაო, აბა, როგორ გინდაო? მიხაც ყველაფერზე თავს დაუქნევდა და დარჩებოდა ორივე კმაყოფილ-გაღიმებული. აქ ერთი საყურადღებო მომენტია, ამჟამად გუბაზ სანიკიძე არის ნინო ბურჯანაძესთან, ალბათ ჰოლანდიაში ვერ ჩავიდოდა, თუ არ ექნებოდა მისი “დაბრო”. რა გამოდის? თუ ბურჯანაძე თანახმაა, რომ მისმა “პადელნიკმა” მიშასთან იაროს, მაშინ თვითონაც გარეულია ამ საქმეში. ჰოდა, მე რომ 2012-ში ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა (ქალბატონმა ნინომ იცის, ვინც მითხრა): ეგ ქალი მიშასთანაა შეკრული, ვერ ვენდობიო, მაშინ მაგ ქალმა ქოში უკუღმა ყარა და პრესკონფერენციები მოაწყო – რასაა, რომ მკადრებთ, ვისაა, რომ ჰკადრებთო?! სიმართლე გითხრათ, მაშინ მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ახლა აღარ მიკვირს, ის კაცი მართალი ყოფილა. გუბაზი გახარებულია, მიშა ხალხს კრებსო.
მიხა ისევ ტრიპაჩობს, საქართველოში გამოვჩნდები თუ არა, 78 საათში ბიძინა ივანიშვილი გაქრება, გვერდით დამდგომიც კი აღარავინ დაურჩებაო.


ისევ ცდება ბატონი მიხა, მართალია, ბიძინას ბევრმა უღალატა, ბევრმა გამოიყენა მისი სახელი სათავისოდ და ბევრმა ფულიც აკეთა მისი სახელით, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ დაუშვებენ ფაშიზმის დაბრუნებას. კიდევ ერთი ადამიანი (მრავალთა შორის), რომელიც საკუთარი ხელით ითხრის სამარეს, ეს გახლავთ იურისტი ვალერი გელბახიანი. როგორ დღევანდელივით მახსოვს, 2012 წლის ზაფხულში შალვა რამიშვილთან რომ მქონდა კამათი – მაშინ გელბახიანი გაქცეული იყო, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე დასაჭერად დასდევდნენ. შალვა მიმტკიცებდა, გელბახიანი არ არისო სანდო… უფრო სწორად, არ არის კაი კაციო. მე ვეუბნებოდი, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლებოდა, კაცი სააკაშვილის მსხვერპლია, ჩამოვიდეს უკრაინიდან, იყოს თავის სამშობლოში, თანაც საჩხერელია, რას ერჩი-მეთქი? ჰო, მაგრამ მაინც არ არის კაი კაციო. ცდები-მეთქი. მოვიდა ბიძინა. დააბრუნა ვალერიც. ამან მოითქვა სული _ გაიჭიმა, გაიზმორა, მიიხედ-მოიხედა, შეძვრა აქუს კანტორაში და დაიწყო: ეხლაო, ჩემო “პავიდლო” ხალხოო, მეო, მიშაში უკვე გმირს ვხედავო. - უი, ეს რა მესმის? თურმე შალვა რამიშვილი მართალი ყოფილა-მეთქი! – ვიკბინე საკუთარ ყურზე და შემრცხვა.
ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შალვას ბოდიში მოვუხადო, რომ არ დავუჯერე და ვეწინააღმდეგებოდი.


ამასწინებზე ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თეიმურაზ კვარაცხელიამ “ფეისბუქში” ასეთი შეკითხვა დასვა: იქნებ ჩამოთვალოთ თუნდაც სამი რამ, რაც ხელისუფლებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ხალხის საკეთილდღეოდ გააკეთა? უმრავლესობის პასუხი იყო – არაფერი. გაიგეთ? არაფერიო. 600 ათასიდან ერთ ადამიანსაც არ დასცდენია, მე რომ ბანკის ვალი ჩამომაწერეს, ეს სიკეთე იყოო. არავის უთქვამს, ბიძინამ თეატრები და ეკლესია-მონასტრები, ეს სიკეთე იყოო. 80 მილიონი ლარი დასეტყვილ მევენახეებს რომ აჩუქა, ეს სიკეთე იყოო. რომელი ერთი ჩამოვთვალო? არა, კაცო, არაფერი არ გაკეთებულა ქვეყნის სასიკეთოდ, არაფერი, სულ არაფერიო. გულში კი ვთქვი: მაშ, მტყუნის კეთილები-მეთქი, მაგრამ ეს არ კმარა!..

 





მსგავსი სიახლეები
„იმან, რაც სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უქნა, ის გამახსენა, რაც ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ილია დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” გაუკეთა“
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში, შესაძლოა, ამომრჩეველს სანდრა რულოვსის კანდიდატურა შესთავაზოს
"იშლება არ ვიცი, მაგრამ მე, ახალგაზრდები, ჩემი ორგანიზაციის ხალხი წამოვედით“ - თაკო ჩარკვიანის პარტიის შიდა დაპირისპირება
"რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ი­დან მი­დის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი!“
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აუცილებლად მივიღებთ მაღალი მხარდაჭერით“
"თქვენს პატიოსნებას მიხედეთ"- ვანო ზარდიაშვილი გედევან ფოფხაძესა და ეკა ბესელიას
"ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე" - ბესელია - მდინარაძეს
ზუგდიდში - მელია, მთაწმინდაზე - შავგულიძე - ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ
„„წამოცდა! რისი სურვილიც აქვთ - გააღიზიანონ რუსეთი, შემოვიდეს, წაგვართვას კიდევ ტერიტორია და ამის მუხტზე აჯანყების ტალღის აგორება“
„უცებ დავინახე, ძაღლს ასეირნებდა ასაკოვანი, მაგრამ ლამაზი ქალბატონი, მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და წრეზე გაატასავა - სალომე იყო, ზურაბიშვილი - ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე მიშას დრო“
„ჩვენ მთაწმინდასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს ჩვენი გეგმები და ამის თაობაზე საზოგადოებას მოვახსენებთ“
2008 წლის აგვისტოს ომის სამარცხვინო ზავი - რა ეწერა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების საიდუმლო პუნქტებში
„ანაკლია თურქული ბაზალტის ქვითაც აშენდება - ანაკლიისათვის ძალიან ბევრი ბაზალტის ქვა გვჭირდება"
„ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ გუშინ რუსები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, ხუროშვილი-ბატონისაშვილის ბაღებში - ხურვალელებო! გული მტკივა, რატომ იკადრეთ ტყუილი?“
„თაკო პუბლიცისტიკას პარტია დატოვა ლელა კაკულიას გოგომ, არადა, ტაკუნა ლელას ხილვების იმედზე იყო“
„გუბაზ, შე მიხა სააკაშვილის ჯამბაზო - თემურ ალასანია როლებს რომ ანაწილებდა, ცოტა ხეირიანი როლი ვერ მოგაშავა?!“
მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება - იგი თავადაც აპირებდა ამ მოთხოვნით შესაბამისი უწყებისათვის მიემართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს შორის დაასახელა
„გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით - ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა“
„მსოფლიოში პირველი მოქმედი და უმოქმედო მაწანწალა, სხვას ეძახის რუსების მონებს და თვითონ, „ჩერეზ“ წიმურა ალასანია, უსაპნოდ არის შემძვრალი რუსების ტრ...ში“