ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, სააკაშვილს მიბაძოს - მან კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა
რუსულ მედიაში, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ესალმებიან ციხეში გადაყვანისას ე.წ. კანონიერ ქურდს, შაქრო კალაშოვს პატიმრები, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს რამდენიმე წელს "ბოსების ბოსი" საპატიმროში გაატარებს, ციხის გარეთ რჩება სხვა რამდენიმე "ავტორიტეტი". თუმცა სულ მალე რუსეთში "კანონიერი ქურდები" შესაძლოა იმის გამო დასაჯონ, რომ მათ "კრიმინალურ იერარქიაში" მაღალი "თანამდებობა" უკავიათ. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ მათ დანაშაულის ფაქტზე ვერ დააკავებენ. აღნიშნული ინიციატივის ავტორი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელმაც სათათბიროში უკვე შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, ამგვარი და უფრო მკაცრი კანონი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე შემოიღო, რამაც კრიმინალურ ქსელს დიდი დარტყმა მიაყენა. შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა წლების მერე მიშასთვის მიბაძვა გადაწყვიტა...

 

კანონპროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზრდას კრიმინალური დაჯგუფების ან ორგანიზაციის შექმნისა და ხელმძღვანელობისთვის. როგორც რუსეთის სათათბიროში ამბობენ, იქედან გამომდინარე, რომ "კრიმინალური ავტორიტეტები" იკავებენ მაღალ "თანამდებობებს" და მათი დაჭერა არც ისე მარტივია, კანონის გამკაცრება აუცილებელია. კანონპროექტის თანხმლებ დოკუმენტებში არცერთი ციფრი არ არის მოყვანილი, თუმცა რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს "უმაღლესი კრიმინალური იერარქიის" ვერცერთი ხელმძღვანელი ვერ დააკავეს, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი. მდგომარეობის გამოსასწორებლად და "ლიდერების" დასაჭერად პუტინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს მუხლი, რომლის თანახმადაც მხოლოდ სტატუსის გამო 8-დან 15 წლამდე პატიმრობა დაწესდეს, რომელსაც დაემატება ჯარიმა 5 მილიონი რუბლის ოდენობით. ამას გარდა, კანონპროექტი არ ითვალისწინებს "კრიმინალური ავტორიტეტებისთვის" შედარებით მსუბუქ სასჯელს თუნდაც პირობით მსჯავრს. მოქალაქე, რომელიც საკუთარი სურვილით შეწყვეტს კავშირს კრიმინალურ ორგანიზაცაისთან და აქტიურად იქნება ჩართული დანაშაულის გახსნაში, გათავისუფლდება სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. როგორც რუსული მედია წერს,  სათათბიროში ეს კანონპროექტი პრიორიტეტულია, მას დროულად განიხილავენ და დაამტკიცებენ.

 

ანტონ ბელოცკი, რუსეთის შინაგანი ჯარების ყოფილი თანამშრომელი: "კრიმინალურ დაჯგუფებებში რეალურად ძალიან მკაცრი იერარქიაა. მაგალითად, როგორაა ციხეში - ე.წ. ბოეკვიკიბი, რომლებსაც "ტორპედოებსაც" ეძახიან, ავტორიტეტების ბრძანებით კლავენ სხვებს. "ლიდერი" კი ცდილობს მუდამ განზე დარჩეს. თუ მართლა განიხილება ეს კანონპროექტი საკანონმდებლო დონეზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიმინალური ავტორიტეტები მსოფლიოს მეორე კუთხეში იქნებიან, ეს პირდაპირ  მათ დაარტყამს. თუ გველს თავს წააცლი, ტანი იხტუნავებს, იხტუნავებს და დაწყნარდება".
„კვირის პალიტრა“




მსგავსი სიახლეები
„იერუსალიმი ხელს აიღებს მომგებიან თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან და მას არასტაბილური და ეკონომიკურად შეუმდგარი სომხეთით ჩაანაცვლებს?"
დონალდ ტრამპი საჯარო სკოლებში ბიბლიის სწავლებას მხარს უჭერს
აზერი-ჩირაღ-გიუნეშლი წარმატებისაკენ მიმავალი გზის ოცდამეხუთე წელს აღნიშნავს
„საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მოსკოვის მიმართდ ნეგატიურად იყო განწყობილი, რიტორიკა შეიცვალა და დასავლეთს რუსეთთან დიალოგისაკენ მოუწოდებს - რა ხდება ემანუელ მაკრონის თავს?“
ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტის მომხრეა
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, ნატოში საქართველოს „გარანტირებული“ გაწევრიანების თაობაზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა აღიქვა როგორც პირდაპირი სიგნალი აგრესიისა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“
გრიგორი კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა
სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბში 15 ადამიანი, მათ შორის შტაბის თანამშრომელი დააკავეს
ელა, პრეზიდენტი და ქურდი
სტავროპოლის მხარეში გუშინ ჩამოვარდნილი Су-25-ის პილოტების ცხედრები იპოვეს
მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრები სერგეი შოიგუ და მერაბ ქიშმარია
ჯონ ბოლტონი და "ბატკა" - „თუ პუტინს არ იწვევთ, მაშინ არც მე მოვალ"
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი გახდა
დიდი შვიდეულის შეხვედრა (ფოტოკოლაჟი )
„დიდი შვიდიანის“ ქვეყნები ამაზონის ხანძრთან გასამკლავებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ
ამაზონის ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში 44 000 ჯარისკაცი ჩაერთვება
"გრენლანდიის ფასი: ამერიკამ მართლა რომ იყიდოს, თითოეული გრენლანდიელი 18 მილიონ დოლარს მიიღებს"
„ვაშინგტონში არ ჩქარობენ, მოუწოდონ აღსაზრდელებს თბილისში და აღიარონ პასუხისმგებლობა რუს სამშვიდობოებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭიში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა
მოსკოვში საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც არბევენ, არ წყდება