„გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი - პირველ ეტაპზე არ გამოვრიცხავთ, წამყვანი იურისტები ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებად“

ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება, რომლის საშუალებითაც ინვესტორები ნებისმიერ სამართლებრივ დავას ადგილზე მოაგვარებენ. ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონაში საჭიროა ისეთი კანონმდებლობის შეტანა, რომელიც თანამედროვე ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ ინვესტორს მისცემს საშუალებას, რომ ბიზნესი გასაგებ, სამართლებრივ ჩარჩოში აწარმოოს. ქართულ კანონდებლობას კი ამ მხრივ, ბევრი ხარვეზი აქვს. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და იმ უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სხვა ქვეყნებთან მიმართებით აქვს.

 

„საქართველოს და ამ შემთხვევაში ანაკლიას აქვს აბსოლუტურად უნიკალური პოზიციონირება, რომ ჰქოდეს ღრმაწყლოვანი პორტი, მიიღოს ნებისმიერი ზომის გემი, ამასთან, მოხდეს ამ პროდუქციის გადამუშავება და შემდეგ, როგორც ქართული პროდუქტის ისე გადაგზავნა, ჩინეთის, ევროპის და ა.შ. მიმართულებით. იმედია, აშშ-სთან შეთანხმებაც მალე იქნება. ეს არის ჩვენი დიდი კონკურენტული უპირატესობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმიტომ, რომ თუ ევროკავშირის არა წევრ ქვეყნებს გადავხედავთ, თუნდაც, დსთ-ს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, მათთვის ეს არის იგივე ჩინეთი, რადგან აქ დამზადებული პროდუქტი ევროპის ბაზარზე შევა, დაბეგვრის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი გასაღები. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. იქ საჭიროა ისეთი კანონმდებლობის შეტანა, რომელიც თანამედროვე ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ინვესტორს მისცემს საშუალებას, რომ აწარმოოს ბიზნესი გასაგებ, სამართლებრივ ჩარჩოში. ეს არის ყველაზე მთავარი. ამისთვის ჩვენ უკვე მეორე წელია ვმუშაობთ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ იურისტებთან. სულ რაღაც ერთი თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან. ამ ასოციაციაში გაერთიანებულია 180 000 იურისტი და სწორედ მათთან ერთად ვამუშავებთ კანონდებლობას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი. პირველ ეტაპზე არ გამოვრიცხავთ, რომ წორედ ამ 180 000 იურისტიდან, წამყვანი იურისტები ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებად, რათა ვთქვათ, რომ აქ გაკეთებული ბიზნესი იგივეა, რაც ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ლონდონში ან ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქალაქში გაკეთებული ბიზნესი. იმიტომ, რომ შენ ხარ ყველაზე დახვეწილ, სამართლებრივ ჩარჩოში და ნებისმიერი დავების გადაწყვეტას შეძლებ ადგილზე, ყოველგვარ ქართულ კანონდებლობაში ჩახედვის გარეშე, რომელიც ძალიან დასახვეწია და ბევრი პრობლემა აქვს“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო კომპანია „ველსმა“ სტუდენტების დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
"ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება"
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 მაისის 17:00 საათისთვის
კომპანია „ველსის“ ხელშეწყობით პირველი წიგნი ტრეიდინგზე - „ვაჭრობის საფუძვლები“ გამოიცემა
„ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის, ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ“
„არის სტრატეგიული აქტივები, რაც საფიქრალია, მაგრამ რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით ეკონომიკას რა საფრთხე დაემუქრება?“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 მაისის 17:00 საათისთვის
"აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 მაისის 17:00 საათისთვის