„ეროვნული ბანკი ან იმდენად უსუსური და არაკვალიფიურია, რომ არ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება, ან თავად არის ამ კორუფციული სქემების სათავეებთან“

ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „თიბისი ბანკის“ საქმეს „კომერსანტთან“ აფასებს. მისი განმარტებით, ერთ კონკრეტულ ბანკში მიმდინარე შემოწმება არც საბანკო სისტემის რყვევას გამოიწვევს და არც ამ ბანკის საქმიანობას შეუშლის ხელს. თუმცა, „თიბისი ბანკის“ მიმართ რაც ხდება, ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ინვესტორებისთვის. სწორედ, რეალური ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა კითხვებს. როგორც ბასილია განმარტავს, პირველ რიგში, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: რა ხდებოდა რეალურად „თიბისი ბანკში“ და რამდენად იყო ეს მოვლენა კანონსაწინააღმდეგო? ასევე, აუცილებელია მკაფიოდ ითქვას, რომ იმის მსგავსი, რასაც დღეს „თიბისი ბანკს“ ედავებიან, ხდებოდა თუ არა სხვა ბანკებში. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ინვესტორებისთვის, რათა ნათელი გახდეს ყველასთვის, რომ ეს შემოწმება არის ლეგიტიმური და ადგილი არა აქვს შერჩევით სამართალს.

 

ბასილიას განმარტებით, საბანკო სექტორში  პრობლემები დაახლოებით 12 წლის წინ დაიწყო. წინა ხელისუფლების დროს ბანკებს  განსაკუთრებული პირობები შეუქმნეს, მისცეს დიდი შეღავათები. „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ იყენებდა ბანკებს წინახელისუფლება მათთვის არასასურველი პირებისთვის ქონების წართმევის დროს.ყველა საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი. განა, ასეთი რამ „თიბისი ბანკის“ მიერარ ხდებოდა? ან, მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიერ ხდებოდა? რა თქმა უნდა, სხვაბანკებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. რატომ არის მიჩუმათებული ეს თემა?სწორედ ამის გამო არის საზოგადოებასა და ინვესტორებში შეგრძნება, რომ ადგილიაქვს შერჩევით სამართალს. რა ადგილი უკავია ამ საქმეში ეროვნულ ბანკს? იმის ნაცვლად, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო პრობლემების დაძლევაში, ეროვნული ბანკი საკმაოდ უსუსურ და არაპროფესიულ კომენტარებს აკეთებს 10 წლის წინ მომხდარ გადაცდომაზე და „ვერ ამჩნევს“ გაცილებით სერიოზულ გადაცდომებსა და დანაშაულს, როგორიც არის, მაგალითად, გაცვლითი კურსით მანიპულაციები, არასაბანკო აქტივების კორუფციული მიზნით გამოყენება, ე.წ. რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებები. აქედან მხოლოდ ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ერთი - ეროვნული ბანკი იმდენად უსუსური და არაკვალიფიურია, რომ არ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება, ან მეორე— ეროვნული ბანკი თავად არის ამ კორუფციული სქემების სათავეებთან, “ — აღნიშნავს ბასილია.

 

კითხვაზე —  იქიდან გამომდინარე, რომ  საბანკო სექტორი საკმაოდ სენსიტიურია, ერთი ბანკის ირგვლივ  განვითარებული ეს პროცესები, ზოგადად, საბანკო სისტემაზე რა გავლენას მოახდენს, ან ხომ არ იქნება ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის? — ბასილია განმარტავს, რომ, თუ ინვესტორებს გაუჩნდებათ კითხვები შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად უარყოფით გავლენას მოახდენს, როგორც მათ განწყობაზე, ასევე, ქვეყნის იმიჯზე. გარდა ამისა, მისი თქმით, ერთი ბანკის ირგვლივ არსებული პრობლემები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს საბანკო სექტორზე მთლიანად.

 

„თუმცა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი, ბანკებში არსებულ ლიკვიდობის პრობლემებზე. აი, ეს კი, მართლაც სერიოზული პრობლემაა. ასევე, სერიოზული პრობლემაა, რომ დღემდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა, რომ საბანკო სექტორისგან გამიჯნულიყო არაპროფილური საქმიანობა. ამ თემაზეც არაერთხელ გვისაუბრია. როდესაც არის პრეტენზიები ერთი ბანკის მიმართ, რომ ის ჩართულია ანაკლიის პროექტის განხორცილებაში, რაც არ არის მისი პროფილური საქმიანობა და რაც, ზოგადად სწორია, მაშინ, ასევე უნდა ითქვას, რომ სხვა სფეროებში ბანკების (არა მართო თიბისის) აქტიური ჩართულობაც, ასევე არასწორია,“ — აღნიშნავს ბასილია. აღიქმება თუ არა „ თიბისი ბანკის“ ქეისი  ბიზნესზე ზეწოლად? ბასილია განმარტავს: „რამდენადაც მახსოვს, თავად „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელები აცხადებდნენ საჯაროდ რამდენიმე თვის წინ, რომ ბიზნესზე ზეწოლა არ ხდებაო. ამიტომაც, პირველ რიგში, მათ უნდა უთხრან საზოგადოებას, ამჟამად ხდება თუ არა მათზე ზეწოლა“.  

 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე
"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 მარტის 17:00 საათისთვის
"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 მარტის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"
"კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 მარტის 17:00 საათისთვის
"2018 წელს ქვეყანაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა გაზრდილია" - ეკატერინე მიქაბაძე
"საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის"
"კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით"
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ფინანსური მაქინაციები ქართულ საფინანსო ბაზარზე - როგორ ათეთრებდა ფულს ლიბერთი ბანკი რუმინული კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვით
"ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ მათ მოეხდინათ ახალი ტვირთების მოზიდვა" - მამუკა ბახტაძე
2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის