„ქართული საზოგადოება, სასტიკი და შეუბრალებელი - საკუთარი ფოტოები რომ ნახა და ის საშინელი კომენტარები, სპარტაკის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს!“

სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი, სპარტაკ ბუკია, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა. უფრო კონკრეტულად, საზოგადოების ნაწილმა მისი ფოტო გააშარჟა და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც დაურთო. ეს სიტუაცია გააპროტესტა „იმედის“ ჟურნალისტმა ვარლამ წიკლაურმა, რომელმაც სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე პირველი რეპორტაჟი შარშან მოამზადა. ეს იყო კრიტიკული შეფასება იმ ვითარებისა, რაც სურამში ჩასულ გადამღებ ჯგუფს დახვდა. ამის მერე კლინიკის დირექტორი შეიცვალა და შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ვარლამ წიკლაურმა ორი დღის წინ მოამზადა ახალი რეპორტაჟი ახალ სიტუაციაზე. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საზოგადოების დამცინავ გამოსვლებს ფსიქიატრიულის დირექტორის მიმართ და წერს:

 

„მთელი დღე სოციალურ ქსელში დაატარებთ სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის, სპარტაკ ბუკიას ფოტოს. დიახ, ბატონებო, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ბენეფიციარებისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ კარგ პირობებში ეცხოვრათ. დაახლოებით სამი თვის წინ, სურამში გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა, სიმსივნე! სამი თვეა ებრძვის ვერაგ დაავადებას და ძალიან დაუძლურდა. როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟს ისევ ვამზადებდით დაწესებულებაზე, დაგვიკვაშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის შესახებ, რა გააკეთა და ასე შემდეგ! ბუნებრივია მივედი, იწვა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სიარული ძალიან უჭირდა, სინქრონის ჩაწერის დროს ისვენებდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი რამის თქმა. ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ-ალბათ არ იცოდით, რა სჭირდა, ხომ? თავადაც აქვს სოციალური ქსელი და საკუთარი ფოტოები ნახა, შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!!!!“, წერს წიკლაური.

 

ამავე თემას ეხმაურება ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია: „ქართული საზოგადოება, სასტიკი და შეუბრალებელი - აი ბრწყინვალე მაგალითი! მეც ვნახე ეს ფოტო, არ ვიცოდი ნამდვილად, ავად რომ იყო, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მექილიკა ადამიანის გარეგნობაზე. ღმეთო, რამდენი ორკია ჩვენს გარშემო, რომელსაც სისხლის სუნი სცემს და ერთი სული აქვს, ვინმე გაბრდღვნას, ვირტუალურად, რა თქმა უნდა, თუმცა ამ საუკუნეში ვირტუალური და რეალური უკვე დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან! ჯერ იყო ყველაშვილი, ახლა ეს საწყალი კაცი, "ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ" პილატეს გარშემო შეკრებილ იმ ბრბოს დაემსგავეთ ეს მოქილიკეები, მოღლიცინეები, მლანძღველები და ძალად მორალისტები!“, წერს გიორგი კალანდია.





მსგავსი სიახლეები
„ ამბობენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა“ - საშინელი ტრაგედიის ახალი დეტალები
„ ამბობენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა“ - საშინელი ტრაგედიის ახალი დეტალები
„საკონცერტო დარბაზი თქვენ არ გინდათ! დენდროპარკი თქვენ არ გინდათ! უნივერსიტეტი თქვენ არ გინდათ! ხაჭაპური გინდათ?! “
ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა და ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიყარა
"ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ"
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს
სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ
"მინდა, აღსაზრდელების მშობლებს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს"
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება
„მარგველამ და სალომემ ხომ სულ კალთები დაგახიეს, არიქა, დაგვკიდეთ კაბინეტებშიო - ჩვენსას არ ვიმჩნევთ, სამაგიეროდ, დავინახეთ ზელენსკი!“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
"არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს"
NDI კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს
გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე
საზოგადოება ზარალდება პოლიტიკური ურთიერთბრალდების პროცესით
კალა-უშგულის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
„ბიძინას ხელფასზე შენი ოჯახი იჯდა, შენი ძმის ოპერაციის ფული პრემიერმა ღარიბაშვილმა გადაგიხადა და ვინაა მათხოვარი, ქალოოო“
19 მა­ისს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი თა­მარ ნე­ფა­რი­ძე იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ტრენ­ტო­ში ტბა­ში გა­ყი­ნუ­ლი იპო­ვეს
„შავგულიძე გვერდით უდგას ბოკერიას! ბოკერიამ შექმნა მურუსიძე! მურუსიძე იყო "პეშკა"! ბოკერია იყო სისტემის სათავეებთან! - "პეშკა" მურუსიძე რატომ არის "გველეშაპ" ბოკერიაზე მეტი ბოროტება?“