გეგმა „ტაოს“ მთავარი მიზანი ძირძველი ქართული მიწების დაბრუნება იყო და ბერიას აბსოლუტურად სწორად ჰქონდა ყველაფერი გათვლილი

ისტორიკოსებსა და მკვლევრებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, თუ როგორ მოახერხა შეთქმულების ჯგუფმა ისეთი ადამიანის ასე მარტივად გაცურება და მოხელთება, როგორიც მარშალი ბერია იყო.

 

პროფესორი კონსტანტინე პავლოდაროვი წერს: „ცნობილი გამოთქმაა – დიდ ადამიანებს დიდი შეცდომებიც მოსდითო და სწორედ ასე დაემართა ლავრენტი ბერიასაც. მისი ყველაზე დიდი შეცდომა კი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ყოვლისშემძლე მარშალმა ხრუშჩოვსა და დანარჩენებში თავისი მომავალი მესაფლავეები ვერ ამოიცნო. საკუთარი უსაფრთხოება სრულად ვერ დაიცვა და ამით საშუალება მისცა მათ, რომ ისიც (ბერია) დაეღუპათ და ძირი გამოეთხარათ მონოლითური საბჭოეთისთვისაც, რომელმაც ნახევარი საუკუნეც კი ვერ გაძლო ამ ვერაგული დანაშაულის შემდეგ და დაიშალა...


ძნელია იმის თქმა, რომ ბერია თავის უსაფრთხოებას უგულებელყოფდა, მაგრამ არც ერთი ბატალიონი დაცვა ჰყოლია ოდესმე, არც ყოველ კუთხე-კუნჭულში მკვლელი ელანდებოდა ჟდანოვივით და არც ყველა თავის კოლეგაში ხედავდა შეთქმულს ტროცკივით... მიუხედავად გამორჩეული ინდივიდუალისტობისა, ლავრენტი ბერია მაინც კოლექტიური მართვის მომხრე იყო და მიაჩნდა, რომ განსაკუთრებით სტალინის სიკვდილის შემდეგ, შეუძლებელი იყო საბჭოეთი ერთ ადამიანს ემართა. მან პოლიტბიუროს წევრებს მმართველი პოსტების დანაწილება და საბჭოთა კავშირის ერთობლივი, მყარი მართვა შესთავაზა. 1953 წლის 22 მარტს, ანუ სტალინის დაკრძალვიდან ცამეტი დღის შემდეგ, ბერიამ პოლიტბიუროს წევრები საიდუმლო თათბირზე შეკრიბა.


ამ შეკრების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელ სტენოგრაფიულ ჩანაწერს გენერალ-ლეიტენანტი ვასილ სკობცოვი ახორციელებდა. სკობცოვი ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მართალია, ის არ დაუხვრეტავთ და არც კი გაუსამართლებიათ ბერიასთან ერთად, მაგრამ ბერიას ვითომდა დაპატიმრებიდან მესამე დღეს, ავტოავარიაში დაიღუპა. მოგვიანებით კი დამტკიცდა, რომ ის მოკლეს... სკობცოვის სტენოგრამა ღრმად გასაიდუმლოებული იყო 62 წლის განმავლობაში. 2015 წელს კი მისი ნაწილი განსაიდუმლოვდა და მრავალ ფაქტს ნათელი მოჰფინა... 22 მარტის საიდუმლო თათბირს პოლიტბიუროს ერთადერთი არაწევრი მარშალი გიორგი ჟუკოვი ესწრებოდა, რომელიც პირადად ბერიამ მიიწვია იქ და ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა. როგორც სტენოგრამიდან ხდება ცნობილი, ბერიამ კოლეგები ერთადერთი მიზნით შეკრიბა და ეს მიზანი იყო ოპერაცია „ტაოს“ მათთვის (პოლიტბიუროს წევრებისთვის) გაცნობა.


გეგმის მიხედვით, რომელიც ბერიას მიერ იყო შემუშავებული, 1953 წლის 1 ივლისს, თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრის სომხეთის მონაკვეთზე, მოხდებოდა ინციდენტი – საბჭოთა ჯარისკაცების ფორმაში გამოწყობილი თურქი ისლამისტი რადიკალების ასეული ქართველებით დასახლებული საზღვრისპირა სოფელს თავს დაესხმებოდა. საპასუხო ქმედებების შემდეგ კი, რომელსაც თურქი მესაზღვრეები განახორციელებდნენ, უკვე რეგულარული ჯარი ჩაერთვებოდა საქმეში და თურქეთის ტერიტორიის ისტორიული ქართული მიწის, ტაო-კლარჯეთის ოკუპაციას მოახდენდა. ამ ინციდენტს კი საბჭოთა პროპაგანდა რადიკალი ისლამისტების მიმართ თურქეთის მთავრობის უუნარობით შეფუთავდადა და ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური კონფერენციის გამართვას მოითხოვდა „გაეროს“ ეგიდით.

გეგმა „ტაოს“ მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ძირძველი ქართული მიწების დაბრუნება იყო და ბერიას აბსოლუტურად სწორად ჰქონდა ყველაფერი გათვლილი. კონფერენციას გაწელავდნენ და ჩაშლიდნენ. ჯარს კი არ გამოიყვანდნენ და დროთა განმავლობაში, თურქეთს ხელს ააღებინებდნენ ქართულ მიწებზე, ხოლო „ნატო,“ სადაც თურქეთიც შედიოდა, ვერ გაბედავდა ომის გაჩაღებას უკვე თერმობირთვული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გეგმა „ტაო“ ბერიას მარშალ ჟუკოვთან ჰქონდა წინასწარ შეთანხმებული და მართალია, იმ დროს თავდაცვის მინისტრი ბულგანინი იყო, მაგრამ ეშმაკმა ბერიამ სწორედ ავტორიტეტული ჟუკოვი დაიბევა და არა ბულგანინი...


„ბერიამ რომ შეკრებილებს „ტაოს“ გეგმა გააცნო, ბოლოს თქვა: – მეგობრებო, ეს გეგმა ამხანაგ სტალინთან პირადად მქონდა შეთანხმებული და ის სრულად უჭერდა მხარს. თანახმაა გიორგი კონსტანტინოვიჩიც (ჟუკოვი) და თქვენი აზრი მაინტერესებს...“
ბერიას ყველა დაეთანხმა და „ტაოს“ განხორციელების თარიღი – 1 ივლისიც დასახელდა.
ბერიას უკვე კარგად „დამუშავებული“ თურქი ისლამისტების ასეულიც შერჩეული ჰყავდა. მათ „ენკავედეს“ საიდუმლო ბაზაზე ამზადებდნენ და „ტაოს“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ანუ 30 ივნისს უნდა გადაესროლათ სომხეთში”,-  წერს სკობცოვი.


მოგვიანებით, უკვე ღრმად მოხუცებული და მონანიე, იგულისხმება ბერიას დამხობაში მონაწილე ვიაჩესლავ მოლოტოვი, „პერესტროიკის“ დროს ამბობდა:

„რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ბერიას დამხობისკენ პირველი ნაბიჯი არა ხრუშჩოვმა, არამედ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა (დაინიშნა 15 მარტს) ნიკოლაი ბულგანინმა გადადგა და სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვს გაანდო თავის განზრახვა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ მზაკვრობას. ბულგანინი სულ რაღაც ერთი კვირის დანიშნული იყო ამ პოსტზე და 22 მარტის საიდუმლო სხდომის შემდეგ, მოსვენება დაკარგა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ როგორც კი ოპერაცია „ტაო“ წარმატებით დასრულდებოდა, მას (ბულგანინს) მინისტრობიდან მოხსნიდნენ და ჟუკოვს დანიშნავდნენ, რადგან სწორედ ჟუკოვს უნდა მოეხდინა თურქეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ბერიას გეგმის „ტაოს“ მიხედვით...“

როგორც არა მარტო რუსი, არამედ მთელი რიგი დასავლეთის მეცნიერ-მკლევრები ამტკიცებენ:

 გეგმა „ტაო“ იდეალურად გახლდათ მოფიქრებული. გამორიცხული იყო, ვინმეს თურქეთისთვის სამხედრო დახმარება აღმოეჩინა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირს (საქართველოს) ეს ტერიტორიები დღემდე შერჩებოდა...“
ნიშანდობლივია ის, რომ, როდესაც ხრუშჩოვმა ბერიას წინააღმდეგ პოლიტბიუროს წევრები აამხედრა, მთავარ არგუმენტად ბერიას ნაციონალისტური მიდრეკილებები დაასახელა. მთავარ არგუმენტად კი გეგმა „ტაო“ მოიყვანა და ყველა მესამე მსოფლიო ომით, ანუ „ნატოს“ საბჭოთა კავშირში ატომური შემოჭრით შეაშინა, რაც აბსურდი იყო... ყველაზე ბოლოს ხრუშჩოვმა სწორედ მარშალი ჟუკოვი გადაიბირა. როგორც მოლოტოვი ყვებოდა: „ხრუშჩოვი ჟუკოვს „პოდმოსკოვიეში“ (მოსკოვის მახლობლად) მდებარე ტყეში ესაუბრა და პირდაპირ უთხრა:

– გიორგი კონსტანტინოვიჩ, ჯანდაბას წაუღია ძველი ქართული მიწები, რომლებსაც ბერია მისტირის. ხელი აიღე მის დახმარებაზე. არ ღირს თურქეთთან და მის მოკავშირეებთან კონფლიქტი. ვიცი, ბერია დაგპირდა, რომ თავდაცვის მინისტრად დაგნიშნავს ამ ოპერაციის შემდეგ. მერწმუნე, ამ თანამდებობას მაინც მიიღებ, ოღონდ შემოგვიერთდიო...“

 ჟუკოვი გატყდა. ბერიას უღალატა, შეთქმულებს შეუერთდა და ბერიას განიარაღებაშიც მთავარი როლი შეასრულა... 1953 წლის 26 ივნისს კი, სწორედ სომხეთიდან დაბრუნებული ბერია, სადაც ის „ტაოს“ განსახორციელებელი ტერიტორიის დასათვალიერებლად იყო ჩასული, კრემლში შეიტყუეს, განაიარაღეს და ვერაგულად მოკლეს.“

 



„ქართული აზრი“





მსგავსი სიახლეები
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ
გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
ქეთი მელუა აპირებს, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა
„ამ პატარა ქალაქმა, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, დედა მოუტ...ნა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას! მე მიყვარს ზუგდიდი“
„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“
„აბა, მოკეტეთ ახლა - ვერ გიშველით გვარამიას და ნანულიას სირბილი ზუგდიდში, ჩვენც ვმუშაობთ!“
„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას
„შენ თუ გაქვს უფლება, საჯარო სივრცეში თამამად განაცხადო, რომ პედარასტი ხარ, მე რატომ არა მაქვს უფლება?“
„ჩვენს ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია, ვიდრე მეგონა”
„ზუგდიდში რა გინდა, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ - რა გინდა, კაცო, ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია“
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში დაცვის თანხლებით ჩავიდა