მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ, „ბონუს“ სისტემით ისარგებლებენ და მანქანის დაზღვევაში 100 ლარზე ნაკლებს გადაიხდიან

იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

 

„კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში სამი წლის შემდეგ შესაძლებელია „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ. კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდერე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განუცხადა bpn.ge-ს ირაკლი თუთარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართვლოში სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტით დადგენილია წლიური დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ფასები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით: მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;

 

მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;

 

ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი;

 

სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;

 

მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;

 

სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.





მსგავსი სიახლეები
„რამდენიმე ათწლეული ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში - მქონდა და მაქვს მაღალი ანაზღაურება და შემიძლია მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა“
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ
გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
ქეთი მელუა აპირებს, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა
„ამ პატარა ქალაქმა, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, დედა მოუტ...ნა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას! მე მიყვარს ზუგდიდი“
„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“
„აბა, მოკეტეთ ახლა - ვერ გიშველით გვარამიას და ნანულიას სირბილი ზუგდიდში, ჩვენც ვმუშაობთ!“
„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას
„შენ თუ გაქვს უფლება, საჯარო სივრცეში თამამად განაცხადო, რომ პედარასტი ხარ, მე რატომ არა მაქვს უფლება?“
„ჩვენს ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია, ვიდრე მეგონა”
„ზუგდიდში რა გინდა, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ - რა გინდა, კაცო, ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია“