ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ფარნების დღესასწაული და ქართველი სინოლოგების მიღება გაიმართა

გუშინ, სასტუმრო „ჰუალინგში“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით,  ფარნების დღესასწაული და ქართველი სინოლოგების მიღება გაიმართა.

 

„გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება და მისი მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაზრდა და ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობების განვითარება.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, ქართველი სინოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

„დღეს, ფარნების დღესასწაულს აღვნიშნავთ. ეს  მნიშვნელოვანი დღეა ჩინეთში. მინდა ყველას მოგილოცოთ გაზაფხულის დღესასწაული. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები და სინოლოგები.


აღსანიშნავია, რომ ჩინური ენა უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. 15 თებერვალს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლების შესახებ.“
- განაცხადა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ძი იანჩიმ.

 

საქართველოში ჩინური ენის სწავლებას “ჯორჯიან თაიმსთან“  საუბარში გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე.  მისი თქმით, ეს არის უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემა სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის.

 

„განათლების სამინისტრომ ძალიან აქტიურად იმუშავა ჩნეთის სახალხო მთავრობასთან, საელჩოსთან და შესაბამის ინსტიტუტებთან, იმისათვის, რომ შემუშავებულიყო ჩინურის, როგორც მეორე ენის  სტანდარტი და პროგრამა განვითარებულიყო. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ. ჩინეთის მხარის დაფინანსებით, ახალგაზრდები ჩამოდიოდნენ საქართველოში და იმ სკოლის მოსწავლეებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ, ეს ახალგაზრდები ჩინური ენას ასწავლიდნენ. ასე იქცეოდა ზოგიერთი უნივერსიტეტიც. შემდეგ დავინახეთ, რომ მოთხოვნილება იზრდებოდა.

 

ასევე, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ  ჩვენსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ძლიერდება. 2018 წელს  საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც უფრო გაამყარებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ჭრილში თანამშრომლობას.

 

ენის განვითარება, უფრო მეტი შესაძლებლობებისა და არჩევანის  მიცემა ჩვენი სკოლებისთვისა და მოსწავლეებისთვის, ვფიქრობ, რომ წაადგება საქართველოში დასაქმებას,“- აღნიშნა ირინე აბულაძემ.

 

 

ღონისძიების მნიშვნელობაზე მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა:

 

"ღონისძიება ჩინეთის საელჩოს მხრიდან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მთავარი მესიჯები, რაც გაჟღერდა, გახლდათ ის, რომ ქართველები ჩინურად მღერიან და პირიქით, - რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. 


ზოგადად, ჩინეთის საელჩო გამოირჩევა სტრატეგიული ხედვითა  და ყველა მოვლენაზე ოპერატიული რეაგირებით. იგი საქართველოში აქტიურად  ცდილობს, რომ საზოგადოების ფართო ფენები მოიცვას, რასაც, რა თქმა უნდა,მივესალმები. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ისტორიულად, აბრეშუმის გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა.  დღესაც ჩინეთი ითვლება ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად ჩვენი ქვეყნისთვის. „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციაც, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ, ზუსტად ამას ეძღვნებოდა. 

თავად ის ფაქტიც, რომ მე-5 კლასიდან სკოლებში ჩინური ენის სწავლება ინერგება, მისასალმებელია. მოგესხსენებათ, რომ ჩინეთიდან ყოველწლიურად 130 მილიონი ტურისტი გადის სხვადასხვა ქვეყნებში, აქედან 10 პროცენტი მაინც რომ მოიზიდოს საქართველომ, ამას სჭირდება გიდები. მოგეხსენებათ, რომ  ჩინელი მოსახლეობა გარდა ჩინურისა, სხვა ენას არ ფლობს. (იშვიათად ინგლისურს და რუსულს). შესაბამისად,  ჩინური ენის სწავლა გვჭირდება, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდოს,“- აღნიშნა მალხაზ გულაშვილმა.

 

ღონისძიება შეაფასა ასევე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, სამხედრო პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ:


 

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეკრებილია ის საზოგადოება, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს ჩინეთთან, სამეცნიერო-აკადემიური, ბიზნესის და სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე. მგონია, რომ ასეთ შეხვედრას კიდევ უფრო დიდი წვლილი შეაქვს ქართულ-ჩინური ურთიერთობებისა და სტრატეგიული კავშირების განმტკიცებაში. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ტრადიციები, დღევანდელი ღონისძიების სახით, მომავალშიც გაგრძელდება.“- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ
გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
ქეთი მელუა აპირებს, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა
„ამ პატარა ქალაქმა, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, დედა მოუტ...ნა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას! მე მიყვარს ზუგდიდი“
„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“
„აბა, მოკეტეთ ახლა - ვერ გიშველით გვარამიას და ნანულიას სირბილი ზუგდიდში, ჩვენც ვმუშაობთ!“
„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას
„შენ თუ გაქვს უფლება, საჯარო სივრცეში თამამად განაცხადო, რომ პედარასტი ხარ, მე რატომ არა მაქვს უფლება?“
„ჩვენს ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია, ვიდრე მეგონა”
„ზუგდიდში რა გინდა, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ - რა გინდა, კაცო, ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია“
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში დაცვის თანხლებით ჩავიდა