„გიორგი მამალაძე ამპარტავნებამ დაღუპა - ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს დეკანოზმა და მისმა წამქეზებლებმა - "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების" - ვერ გაითვალისწინეს, თუ არასოდეს სჯეროდათ?!“

გიორგი მამალაძე თავისმა ამპარტავნებამ დაღუპა - მეუფე დიმიტრის და პატრიარქის ნებიერა ახალგაზრდა დეკანოზი გახდა და წარმოიდგინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მის ამპარტავნებას ზოგიერთი მეუფის ფარისევლური ღიმილი და წაქეზებაც ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა ეკლესიაში არსებულ ვითარებასთან ერთად. და გაიზარდა, გაიტოტა ცოდვის ხე. ხიბლში ჩავარდნილი დეკანოზი ღმერთს განეშორა - საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა და ეკლესიის და პატრიარქის მტრებისთვის მისი მართვა კიდევ უფრო გაიოლდა. შედეგმაც არ დაახანა. დაპირებებით გაბრუებულმა დეკანოზმა, მიუხედავად იმისა, რომ გონიერება არ აკლდა, ისე შეაბიჯა მისთვის დაგებულ კაკანათში, რომ მხოლოდ დაცემის შედეგად გაიაზრა, თუ რა შარში გაეხვა.

 

შეპყრობილ დეკანოზს ჰპირდებოდნენ, რომ დაიკავებდა მამა მიქაელ ბოტკოველის ადგილს და პატრიარქის პირადი მდივანი გახდებოდა, ან შორენა თეთრუაშვილის ადგილს და გახდებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ან მამა დავით ჭინჭარაულის ადგილს და გახდებოდა პატრიარქის პირადი მოძღვარი, ჩაიბარებდა აღსარებას საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელისგან. ეს ბოლო თანამდებობა განსაკუთრებით ხიბლავდა, რადგან სულ პატრიარქის გვერდით იქნებოდა, ყველაფერს თვალყურს მიადევნებდა... წარმატებით და წაქეზებით თავბრუდახვეულ დეკანოზს ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ სამივე თანამდებობისთვის მოწიწება, ერთგულება, თავდადება და თავმდაბლობა აუცილებელი თვისებებია. ანდა როგორ წარმოიდგენდა, როცა, ასაკი არ უწყობდა ხელს, თორემ პატრიარქობისთვისაც მზად იყო... ასე ეგონა, ასე სწამდა, რადგან მისი რწმენის ვაზმა უხვად გამოისხა ამპარტავნების მტევნები...

 

მე ხელახლა ვნახე ორი წლის წინანდელი ფარული ჩანაწერები...გავოგნდი ღვთისმსახურის ამპარტავნების მასშტაბით და ადამიანების გაწირვისთვის მზადყოფნით, გულგრილობით და თავდაჯერებულობით, რომელსაც არა რწმენაში განმტკიცება, არამედ ორიოდ მეუფის ცოდვილ თავზე პატრიარქის მიტრის წარმოდგენა კვებავდა. მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს დეკანოზმა და მისმა წამქეზებლებმა - "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების". ვერ გაითვალისწინეს, თუ არასოდეს სჯეროდათ?!

 

P.S. ეჰ, პეტრე, პეტრე, კიდევ რამდენს შეიწირავ, სანამ ბოლომდე გამოამჟღავნებ შენს ნამდვილ ბუნებას.“





მსგავსი სიახლეები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს
3 ქუჩა თბილისში, სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
ისტორიული ფაქტები, რომლებიც მოწმობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ეკუთვნის
"აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?"
თბილისის მერია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს
25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
„ნუთუ ასე რთულია სათაურის გარდა დამატებით ორი-სამი წინადადების წაკითხვა? წიგნებსაც ანოტაციით ეცნობით?“
„ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე... დღედღეზე უნდა იმშობიაროს აჩიკოს მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა“ - სუფსაში მომხდარი საზარელი ავტოკატასტროფის დეტალები
ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, - მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
"გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი"
მოზარდებისთვის ისეთ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, კანონით აიკრძალება
„შავგულიძე მიშას მადლობას უხდის - მო.....ნთ ზნეობა, რაც ეგ პოლიტიკა კი არა, ძველი ბოზების ძველი გარიგებაა!“
„ ამბობენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა“ - საშინელი ტრაგედიის ახალი დეტალები
„საკონცერტო დარბაზი თქვენ არ გინდათ! დენდროპარკი თქვენ არ გინდათ! უნივერსიტეტი თქვენ არ გინდათ! ხაჭაპური გინდათ?! “
ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა და ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიყარა
"ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ"
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს
სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ
"მინდა, აღსაზრდელების მშობლებს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს"