„ფერმერი, რომელიც მთელი დღე ტვ-ში ზის, მალე ექსპერტად და ცოტა ხანში, დიდ პოლიტიკოსად მოგვევლინება“

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართველი ფერმერი ქალის, ნინო ზამბახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს და წერს:

 

„კარგად დაზაგრულმა გოგომ იწუწუნა, მთავრობამ ბიზნესი ჩამიგდოო. მერე რაო, რომ გრანტი გრანტზე მქონდაო, ვერაფერიც ვქენიო. აი, ბიზნესს ვყიდიო - იტირა და ატირა სრულიად საქართველო. სამი დღის შემდეგ ტრამპთან იტირა და იწუწუნა - მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც, ბიზნესს რომ ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი ქალს პერსპექტივა რომ ჰქონდა ამ ქვეყანაშიო. წმინდა ნინოს გაქრიასტიანებული ქვეყნის შვილმა, თამარ მეფის ქვეყნის შვილმა, ქეთევან დედოფლის ქვეყნის შვილმა, იწუწუნა, იტირა და აბღავლა სრულიად საქართველო... ტრამპიც. ჰოდა, აი, ეს იღბლიანი, მაგრამ წარუმატებული ბიზნეს-ვუმენი, ყოველ დღე ზის ტელევიზორში. ახლა ტვ1-დან გვარიგებს ჭკუას, ამერიკის ბიზნესს, კანონებს მიმოიხილავს.  "პო ხოდუ" ქალი უფრო მაგარია თუ კაცი, ქალი და კაცი თანაბარ პირობებში თუ არიან მსოფლიო მასშტაბით (კიდევ კარგი, როგორც იქნა გასცდა საქართველოს ფარგლებს) ამ საკითხსაც განიხილავს.
ჰო, ბიზნესი მგონი არ გაუყიდია, არ ვიცი მყიდველი არ გამოუჩნდა თუ მხედრიონელმა "ზარალამ" (რამიშვილი, სახელი არ მახსოვს), მისმა მეგობარმა და "კრიშამ", გადააფიქრებინა... სასაცილო ამბიდან დასკვნა: ფერმერი, რომელიც მთელი დღე ტვ-ში ზის, მალე ექსპერტად და ცოტა ხანში, დიდ პოლიტიკოსად მოგვევლინება. მძიმეა მონომახის ქუდი,“ წერს დარეჯან მეფარიშვილი.





მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო კომპანია „ველსმა“ სტუდენტების დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
"ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება"
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 მაისის 17:00 საათისთვის
კომპანია „ველსის“ ხელშეწყობით პირველი წიგნი ტრეიდინგზე - „ვაჭრობის საფუძვლები“ გამოიცემა
„ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის, ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ“
„არის სტრატეგიული აქტივები, რაც საფიქრალია, მაგრამ რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით ეკონომიკას რა საფრთხე დაემუქრება?“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 მაისის 17:00 საათისთვის
"აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები"