როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე

თამთა მურაჩაშვილი აქვეყნებს ესეს სტალინის ცხოვრების ერთ ეპიზოდზე - „როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე“:


„მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ილია ჭავჭავაძის აღვირახსნილი კრიტიკა დაიწყო. ამ პროცესებს მიზანმიმართულად წარმართავდა ილიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ფილიპე მახარაძე. მისი სცენარით ვითარდებოდა მოვლენები 1934 წლამდე. ტოროშელიძე ილიას ღვაწლის ობიექტურად წარმოჩენას ვერ გაბედავდა, მით უმეტეს, რომ მანამდე მასზე ბევრი ცუდი ჰქონდა დაწერილი. საქმე ისაა, რომ სტალინს მალაქია ტოროშელიძის მომავალი მოხსენების ტექსტი არ მოეწონა, ამიტომ, მოხსენების ახალი ვარიანტი დაიწერა.. ბელადმა 1934 წელს ერთი ხელის დაკვრით აღადგინა ილია ჭავჭავაძე მის უფლებებში, ერთბაშად გააცამტვერა ყოველივე ის ცილიმწამებლური, რასაც ფილიპე მახარაძე და მისი თანამოაზრეები თხზავდნენ წლების განმავლობაში. ამასთან, ტოროშელიძის მოხსენება სტალინმა მოსკოვში, რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოაცემინა დიდი ტირაჟით.

 

სტალინის ასეთმა დამოკიდებულებამ ილიას მიმართ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია საქართველოში. ფილიპე მახარაძე დანებებას არ აპირებდა, თუმცა, მან ბრძოლა საბოლოოდ 1937 წელს წააგო – მაშინ, როცა საქართველოში და, საერთოდ, მთელ საბჭოთა კავშირში ფართოდ აღინიშნა ილიას 100 წლის იუბილე. საქართველოში ამ ღონისძიების ორგანიზება სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა. 1935 წელს ბელადმა ლავრენტი ბერიას დაავალა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. მოსკოვიდან დავალების მიღების შემდეგ, თავის სამუშაო კაბინეტში მყოფ ბერიას გაოცება ვერ დაუმალავს და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ასეთი რამ უთქვამს: ილიას მკვლელობის საქმეს რა გამოძიება უნდა, ერთი მკვლელი სტალინს უზის მოსკოვში თავისთან, ხოლო მეორე ჩემთანაა თბილისშიო. ცხადია, ლავრენტი ბერია ორჯონიკიძესა და მახარაძეს გულისხმობდა. ამ დროიდან დაიწყო ორჯონიკიძისა და მახარაძის წამება, მაგრამ, სტალინი არ ჩქარობდა.

 

რით დამთავრდა ეს ყოველივე ორჯონიკიძესთვის, უცნობი დარჩა, რადგან ჩეკისტის ტყვიით კეფაგახვრეტილი კრემლის კედელთან დაკრძალეს, ცოტა ხანში ფსიქოლოგიურად განადგურებულმა მახარაძემ, იმის ფიქრით, რომ 1941 წელს სასამართლოზე მისი გვარიც გაიჟღერებდა, თავი ჩამოიხრჩო. როცა თბილისიდან შეატყობინეს, ფილიპემ თავი ჩამოიხრჩოო, სტალინს უთქვამს: ძაღლივით ჩააგდეთ სადმე მიწაშიო.“

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ
გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
ქეთი მელუა აპირებს, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა
„ამ პატარა ქალაქმა, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, დედა მოუტ...ნა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას! მე მიყვარს ზუგდიდი“
„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“
„აბა, მოკეტეთ ახლა - ვერ გიშველით გვარამიას და ნანულიას სირბილი ზუგდიდში, ჩვენც ვმუშაობთ!“
„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას
„შენ თუ გაქვს უფლება, საჯარო სივრცეში თამამად განაცხადო, რომ პედარასტი ხარ, მე რატომ არა მაქვს უფლება?“
„ჩვენს ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია, ვიდრე მეგონა”
„ზუგდიდში რა გინდა, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ - რა გინდა, კაცო, ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია“
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში დაცვის თანხლებით ჩავიდა