„ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, მისი მეოხებით და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება“

 მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი საუბრობს, თუ როგორ გადარჩება საქართველო და გაბრწყინდება:   

 

"ივერია აუცილებლად გაბრწყინდება, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენი ხელისუფლება ხშირად წარმოთქვამს – საქართველო გაბრწყინდებაო; მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ისინი, სიმართლე კი ერთია – საქართველოს გაბრწყინება არის ქართველი ერის სულიერი და არა მიწიერი მხარე. იმ სულიერი შესაძლებლობებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია, საქართველოს ვერ გავაბრწყინებთ. ჩვენს სამშობლოზე, დედა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ისევ თვითონ იზრუნებს დედა ღვთისა. მეორედ მოსვლამდე საქართველო სულიერად გაბრწყინდება! მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, დიდი სულიერი შრომა სჭირდება. დღეს საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, დასავლეთიდან. ეს ეშმაკის ხრიკებია, რადგან არ აწყობს ეშმაკს საქართველოს სულიერი გაძლიერება. საქართველო ისე აღდგება, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღდგა! დღეს საქართველო აღდგომის პროცესშია და ამ პროცესში ბევრი გამოაშკარავდება, ბევრი წარმოჩინდება – “ბნელსა შინა მსხდომნი” გარეთ გამოვლენ. სანამ იესო ქრისტე ძე ღვთისა და ძე კაცისა მოვიდოდა, ადამიანები თავიანთ ცოდვებს ვერ ხედავდენ, მისი მოსვლის შემდეგ გაცხადდა მათი ცოდვები, ამიტომაც გაღიზიანდნენ ცოდვილნი და ჯვარს აცვეს მაცხოვარი. ასევე მოხდება საქართველოს გაბრწყინებისას – ჩვენი ქვეყნის ყველა მტერი წარმოჩინდება თავისი ბნელი საქმეებით; ისინი ქვეშეცნეულად გრძნობენ, რომ საქართველო სულიერად ძლიერდება და მოსვენება დაკარგეს…

გავიხსენოთ საქართველოს ისტორია – ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერია ვითომ დახმარებას გვპირდებოდა, თუმცა ბერძნები გრძნობდნენ, რომ ის, რაც თვითონ შრომითა და ღვაწლით უნდა მოეპოვებინათ, უმთავრესი და უპირველესი ადამიანებისთვის, სიყვარული – ეს ქართველებს ბუნებრივად გვქონდა, ღვთისგან ბოძებული. გაიხსენეთ, როგორ ცდილობენ იერუსალიმში – წმინდა მიწაზე ქარ­თული კვალის წაშლას; ისე გადაშალეს, გაავერანეს შოთა რუსთაველის ფრესკა, რომ ხელი არ აუკანკალდათ; რუსეთი? გვეგონა ერთმორწმუნე ქვეყანასთან გავერთიანდით, მაგრამ შურს და სიძულვილს მაინც ვერ მალავდნენ – თეთრად ღებავდნენ ჩვენს უნიკალურ ფრესკებს, ჩვენს სიწმინდეებს იტაცებდნენ და გაჰქონდათ საქართველოდან. ესეც ნიშანი იმისა, რომ რუსებიც გრძნობდნენ ღვთის ჯილდოს – სიყვარულს ქართველ ერზე. მაგრამ ვინც არ უნდა ეცადოს, ქართველის სულში სიყვარულს ხომ ვერ წაშლის! ღვთის რჩეული ერი ვართ ქართველები და ღვთივკურთხეულია ქართული მიწა. უფალს ვევედრები, მთელი საქართველო, ყველა ქართველი “ერთ სულ და ერთ ხორც” გაერთიანდეს მართლმადიდებლური დროშის ქვეშ უფლის სადიდებლად. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს. მისი მეოხებით, მისი შეწევნითა და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება – ერთი პირითა და ერთი გულით განადიდებს ყოვლადწმინდა სამებას". 





მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები."- მამუკა ბახტაძე
„პირველი, რაც გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ, ეგ იყო - სწორედ მაგ პარტიზანების კისერზეა უამრავი ქართველის მტრის განადგურება!“
თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი
„გენიალური რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი "ბედი ქართლისა" აუცილებლად უნდა ნახოთ და მიხვდებით, - რატომ კივიან კასტრატები!“
„ნოდარია დაქნეულო! ტროლები არის სწორედ ეგ, რასაც შენ იყენებ, მაგას ჰქვია მოსახლეობის დატროლვა! გადაეცი ნიკაია დაფერთხილს - 2003 წელი აღარ არის ახლა და აღარ ჭამს ხალხი მაგას!“
„ოცნების“ თავგადაკლული ხალხი რომ დღემდე უმუშევარია და იმ უზრდელი, ენაწაგდებული, ბობოლა ნაცის ცოლი სახელმწიფო სამსახურშია ბედნიერად დასაქმებული, ესაა დემოკრატიის მწვერვალი!“
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს - ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ“
„არსადაა წარწერა, ან ფირნიშები, თუ რა არის ეს? რისთვისაა ასე დაკონსერვებული - იმედი მაქვს, გამოსწორდება ეს ლაფსუსი, რაც ამ ისტორიული ნანგრევების მნიშვნელობას მნახველისათვის გასაგებს გახდის“
მამაკაცის წერილი ქალის შესახებ: - „მათ იციან, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია, ისინი არიან ისინი''
„ამ ისტორიაში ერორის სარედაქციო პოლიტიკოსები ბიძინას ხელს, ან კიდევ უარესი, ბიძინას ყ..ს ხედავენ“
„იმ გამომგონებელ-აღმომჩენებს, რომლებიც ახლის შეცნობის მიზნით კვლევა-ძიებას ატარებდნენ, მხოლოდ ფულსა და მოგებაზე უნდა ეფიქრათ?“
„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა - ერთი დაიღუპა
„ქართველ სამხედროებს გაუჩნდათ ინიციატივა, საბრძოლო უპირატესობა ეშერის მიმართულებითაც მოეპოვებინათ, მაგრამ თბილისიდან ამის ნება არ მისცეს“
„არც ამ ჟურნალისტების ბრალია, პატრიოტული ქაქის გასაღებით რომ არიან დაკავებულები - ისინი ასაღებენ იმ პროდუქტს, რაც უფრო მოთხოვნადია საზოგადოებისთვის“
დავეხმაროთ 8 წლის ობოლ გოგონას, რომელიც გლდანში, ძველ ვაგონში ცხოვრობს
სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს