ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.


ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს.“ - განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ძალიან გახარებული ვარ და ვულოცავ ლადოს ამ წარმატებას! იყო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის ეს უკვე გამარჯვებაა, არამხოლოდ ლადოსთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის! - განაცხადა საქართველოშიმასწავლებლის ეროვნული ჯილდოსდაარსების იდეის ავტორმა, კოალიციისგანათლება ყველასათვისგამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

 

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის  განათლებისა და  უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.


„მსურს მივულოცო ლადოს, რომ ის მრავალრიცხოვანი, ნიჭიერი და თავდადებული მასწავლებლებიდან შერჩეულ ათ ფინალისტთა შორისაა. იმედი მაქვს, მისი ამბავი შთააგონებს მათ, ვისაც სურს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და ასევე უფრო მეტად წარმოაჩენს საქმიანობას, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად,“ -  განაცხადა ვარკის ფონდის და მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს დამფუძნებელმა, სანი ვარკმა.

 

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. მის შთამბეჭდავ საქმიანობას შორისაა პროგრამა დემოკრატიული რევოლუცია , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ლადო 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.


მასწავლებლის გლობალური ჯილდო 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.





მსგავსი სიახლეები
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ
გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
ქეთი მელუა აპირებს, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა
„ამ პატარა ქალაქმა, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, დედა მოუტ...ნა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას! მე მიყვარს ზუგდიდი“
„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“
„აბა, მოკეტეთ ახლა - ვერ გიშველით გვარამიას და ნანულიას სირბილი ზუგდიდში, ჩვენც ვმუშაობთ!“
„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას
„შენ თუ გაქვს უფლება, საჯარო სივრცეში თამამად განაცხადო, რომ პედარასტი ხარ, მე რატომ არა მაქვს უფლება?“
„ჩვენს ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია, ვიდრე მეგონა”
„ზუგდიდში რა გინდა, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ - რა გინდა, კაცო, ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია“
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში დაცვის თანხლებით ჩავიდა