"აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან"- ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებაზე

ეროვნული ბანკის განცხადებით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ორივე მხრიდან კონკრეტული საკითხი ამოწურულია და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი მიესალმება „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებას.

 

„აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.


ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. „თიბისი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.


ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.


ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს.


ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელდა „თიბისი ბანკის“ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.


ამასთან, „თიბისი ბანკი“, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. „თიბისი ბანკის“ კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე
"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 მარტის 17:00 საათისთვის
"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 მარტის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"
"კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 მარტის 17:00 საათისთვის
"2018 წელს ქვეყანაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა გაზრდილია" - ეკატერინე მიქაბაძე
"საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის"
"კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით"
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ფინანსური მაქინაციები ქართულ საფინანსო ბაზარზე - როგორ ათეთრებდა ფულს ლიბერთი ბანკი რუმინული კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვით
"ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ მათ მოეხდინათ ახალი ტვირთების მოზიდვა" - მამუკა ბახტაძე
2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის