ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

 

თიბისის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

 

"მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. თიბისი ბანკი არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების,  თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის  და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.


რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში  -  მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.


მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, თიბისის გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ თიბისი დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და თიბისი განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას." - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ
გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
ქეთი მელუა აპირებს, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა
„ამ პატარა ქალაქმა, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, დედა მოუტ...ნა მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას! მე მიყვარს ზუგდიდი“
„ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში - ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ დავაწესეთ“
„აბა, მოკეტეთ ახლა - ვერ გიშველით გვარამიას და ნანულიას სირბილი ზუგდიდში, ჩვენც ვმუშაობთ!“
„სულ დასაპანღურებელი რომ იყოს „ქართული ოცნება“, როგორ უნდა აირჩიოთ, ან საერთოდ, ხმა მისცეთ იმ ბოროტული ძალის „დედოფალს“, თურქიებს „საღორეებში“ რომ ხდიდა სულს?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული - ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და?“
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას
„შენ თუ გაქვს უფლება, საჯარო სივრცეში თამამად განაცხადო, რომ პედარასტი ხარ, მე რატომ არა მაქვს უფლება?“
„ჩვენს ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია, ვიდრე მეგონა”
„ზუგდიდში რა გინდა, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ - რა გინდა, კაცო, ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია“
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში დაცვის თანხლებით ჩავიდა