Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

 

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს,  კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. 

 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო  შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ  ფაქტორს.

 

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითად  პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს:

 

· ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

· 2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით.

 

· ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირების პოლიტიკასთან.

 

· სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაჯანსაღება 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.

 

· რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.

 

· საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.

 

რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით,საგარეო მოწყვლადობის  შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 მაისის 17:00 საათისთვის
"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"-ნათია თურნავა
„ელექტრონულად უნდა გვქონდეს სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შევა და საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს - ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას გავაკეთებ“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019" გაიხსნა
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 მაისის 17:00 საათისთვის
საბროკერო კომპანია „ველსმა“ სტუდენტების დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
"ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება"
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 მაისის 17:00 საათისთვის
კომპანია „ველსის“ ხელშეწყობით პირველი წიგნი ტრეიდინგზე - „ვაჭრობის საფუძვლები“ გამოიცემა
„ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის, ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ“
„არის სტრატეგიული აქტივები, რაც საფიქრალია, მაგრამ რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით ეკონომიკას რა საფრთხე დაემუქრება?“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 მაისის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 მაისის 17:00 საათისთვის
"აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 მაისის 17:00 საათისთვის