“ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილის არაფრის გარანტორი აღარ არის” - შოთა მალაშხია

“ის, რაც ახლა პარლამენტში და ასევე მის გარეთ ხდება, საპრეზიდენტო არჩევნების გაგრძელებაა. ეს არჩევნები რომ გაყალბდა და ძალადობის ფონზე გაიმართა, მსოფლიომ შეიტყო... უმრავლესობაში გააცნობიერეს, რომ “ქართული ოცნების” ადგილი ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ შემცირდა. ამ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ხალხი და სამართლიანობა არ ადარდებთ - მათ შესანარჩუნებელი და გასაზრდელი აქვთ უძრავ-მოძრავი ქონება. ამ პოლიტიკოსებს თავი აქვთ გადასარჩენი”, - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შოთა მალაშხია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შოთა მალაშხია: “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილის არაფრის გარანტორი აღარ არის”.

 

“ოცნებამ” 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების წინ უთვალავი დაპირება გასცა. ხალხი დარდი რომ ჰქონდეთ, ერთ-ორ დაპირებას მაინც შეასრულებდნენ. “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილებს საპარლამენტო არჩევნებზე ზღურბლის გადალახვის შანსი არ აქვთ და რაც უფრო მეტს იყვირებენ, უფრო მეტად შთაინთქმებიან დიდი ჭაობში. ხომ ხედავთ, “ქართულ ოცნებაში” ალაპარაკდნენ იმაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიცია წლებია განგაშს ვტეხდით... ბესელია, თავის გადასარჩენად იძულებულია ბრძოლა გამოუცხადოს ივანიშვილს - ახლა ის ებრძვის კობახიძეს, ზარდიაშვილს და მალე ივანიშვილზე იტყვის მეტს - აბა, რატომ უნდა ჩაჰყვეს საფლავში? - თუ გაჩერდა, დაიღუპება, ივანიშვილს შეუძლია ბესელიას დაჭერა...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შოთა მალაშხია.

 

“საქართველოში რომ არაფორმალური მმართველობა მოქმედებს, ამაზე ლაპარაკობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია - ეს ფაქტია, რომელიც არ იმალება. ჩვენ თვალნათლივ ვაკვირდებით დამანგრეველ პროცესებს... ანაკლია თიბისი ბანკზე მიბმული იყო, ამ ბანკს უკვე მიადგა უზარმაზარი ზარალი. ამით სახელმწიფომაც იზარალა. ივანიშვილი გააგრძელებს თავის დამანგრეველ მოქმედებებს და არც ანაკლიას დაინდობს. მისი მოქმედებების შედეგია ის, რაც პარლამენტში ხდება... იშლება პროცესები - აღარც პოლიცია გვყავს, აღარც პროკურატურა, ჯარი მშიერია, საბავშვო ბაღებში პატარების გამოკვება საშიში გახდა - ცოტა ხნის წინ ვინ იფიქრებდა, საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი თუ შევიდოდა...”, განაგრძობს რესპონდენტი.

 

“უმრავლესობის წევრები თვითონ აფორმებენ თავიანთ დასამარებას. თუ 2020 წლამდე მიაღწიეს, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს? სათქმელი არ დარჩათ. ახლა უფრო რთულად აქვთ საქმე - უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ ხალხი გააღატაკეს, რომ საქართველო იცლება, რომ ვინც დასაქმებულია, იმასაც არეკეტებენ დაგროვებითი პენსიის რეფორმით, რომ განათლება მოსპეს და ამ სფეროში “ანონიმშჩიკების” პრაქტიკა ააღორძინეს? - განათლების მინისტრი სხვებთან ერთად იყო ჩარეული ანონიმური წერილის გამოყენებით ზუგიდის მეექვსე სკოლის დირექტორის მკვლელობაში... ქვეყანაში ნორმალურად მოქმედი ინსტიტუტი აღარ დარჩა. ალბათ, თავიანთი ფეშენებელური სამ და ოთხსართულიანი სახლები ექნებათ საამაყოდ...”- დაასკვნის შოთა მალაშხია.

 





მსგავსი სიახლეები
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე