НТВ–ს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "Останкино"–ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, იგორ მა­ლა­შენ­კო ეს­პა­ნეთ­ში გა­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­დი­ის НТВ–ს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "Останкино"–ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, იგორ მა­ლა­შენ­კო ეს­პა­ნეთ­ში გა­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ცე­მა Коммерсант-ი თა­ვის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ 64 წლის მე­დი­ა­მე­ნე­ჯერ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტი თე­მურ ვა­ლე­ე­ვი, რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნებ­ში მა­ლა­შენ­კოს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, მის სიკ­ვდილს ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ ის ეს­პა­ნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ის­ვე­ნებ­და და არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ლე­ბი, რომ მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

 

მა­ლა­შენ­კოს მე­გობ­რებს ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რათ. ყო­ფი­ლი მე­დია-მაგ­ნა­ტი ვლა­დი­მირ გუ­სინ­სკი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და "მის სიკ­ვდილ­ზე არაფ­რის თქმა არ სურს..." ცნო­ბის­თვის, მა­ლა­შენ­კო ქსე­ნია სობ­ჩა­კის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, მისი შტა­ბი უფ­რო­სი იყო. "გონ­ზე ვერ მოვ­დი­ვარ. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ მან თავი მო­იკ­ლა... ის ისე­თი აქ­ტი­უ­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ჩემს საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში კა­რი­ე­რი­ულ წარ­მა­ტე­ბებ­სა და სწორს სვლებს სწო­რედ მის გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­მად­ლი..." - ამ­ბობს ქსე­ნია სობ­ჩა­კი.

 

მა­ლა­შენ­კომ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა 1980-იან წლებ­ში ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში და­ი­წყო. 1991 წელს ის მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის აპ­რა­ტის კონ­სულ­ტან­დად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ტე­ლე­კომ­პა­ნია "Останкино"-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან კო­მერ­ცი­უ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "НТВ" და­არ­სა, რო­მე­ლიც დღემ­დე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის აქ­ტი­ურ პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. 1996 წელს, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ბო­რის ელ­ცი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნა­ი­ში. 2000 წლე­ბის და­სა­წყის­ში იგორ მა­ლა­შენ­კო სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სე­თი­დან ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და და ბოლო წლე­ბის გან­მა­ლო­ბა­ში ნიუ-იორკში ცხოვ­რობ­და. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბით, მას არც ისე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ღიად არ სა­უბ­რობ­და, რად­გან რუ­სეთ­ში, კონ­კრე­უტ­ლად მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცებ­ში ბიზ­ნეს-წი­ლე­ბი ჰქონ­და.

 

2001-2009 წელს და­ა­ფუძნა ტე­ლე­კომ­პა­ნია RTVI. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მან ცო­ლად შე­ირ­თო ჟურ­ნა­ლის­ტი ბოჟენ რინ­სკი, რო­მელ­მაც 14 თე­ბერ­ვალს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. მა­ლა­შენ­კო ყო­ფილ ცოლ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მას­თან ქო­ნებ­რი­ვი დავა ჰქონ­და, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვი სკან­და­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სწო­რედ თე­ბერ­ვალ­ში რინ­სკამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის იგო­რი პრო­ცესს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც ამ პრობ­ლე­მა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო მოხ­ვდა. თუმ­ცა, მის მე­გობ­რებს ისევ და ისევ არ სჯე­რათ, რომ ამის ნი­ა­დაგ­ზე მა­ლა­შენ­კო თავს მო­იკ­ლავ­და, რად­გან ის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და არა­ერ­თი მძი­მე პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­ძვრა­ლა. ორი წლის წინ, მან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა novayagazeta.ru–ს, სა­დაც რუ­სულ და ამე­რი­კულ მე­დი­ას შო­რის გან­სხვა­ვებ­ზე სა­უბ­რობ­და და წერ­და, რომ რუ­სე­თის "თა­ვი­სე­ბუ­რი" "მე­დია-დე­მოკ­რა­ტია" და მისი მუ­შო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და­სავ­ლუ­რის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა.

 


 

 

ambebi.ge





მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა
ხატია დეკანოიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მოლდოვის პოლიციის უფროსად ინიშნება - იგი ამ ქვეყანას მხოლოდ ექსპერტული რჩევებით დაეხმარება
წინასწარი დასკვნის თანახმად, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომები გახდა
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
უკრაინაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიევის პეჩორსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა
პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობს - სიის თავში მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნომერი დავით საყვარელიძეა
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხმების 70.96 %-ით ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა
„ევროკავშირი მზად არის, მოლდოვას დემოკრატიულად ლეგიტიმურ მთავრობასთან იმუშაოს“
ლონდონში ლესბოსელ წყვილს ავტობუსში მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა
„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, ის კარგი მსახიობია, მაგრამ სახელმწიფოებრივი საქმეებით რომ დაკავდე, სხვა თვისებებია საჭირო“
მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა?
ალაბამის შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერი გეების დახოცვის მოწოდებით გამოვიდა
„ტრამპი ამერიკაში, ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი ბრიტანეთში იგივე რიტორიკას იყენებენ, როგორსაც მე-20 საუკუნის ფაშისტები“
„80 წლის შემდეგ რუსებმა გამოაქვეყნეს სსრკ-ს ისტორიიის ერთ-ერთი სამარცხვინო დოკუმენტის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის და მასზე დართული საიდუმლო პროტოკოლების ორიგინალის ფოტოასლი“
„ტყუილის დაბადების“ სახელით ცნობილი მანიფესტაცია ერევანში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაბადების დღეზე გაიმართა
„ნატაშა კარალიოვა, იქნებ შენც შეგიშვან ისტორიულ სამშობლოში? შენ ამის უფრო მეტი უფლება გაქვს, ვიდრე სააკაშვილს“
ქალაქები, სადაც დასაქმებულები ყოველთვიურად ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ
ინტერპოლმა პედოფილთა ქსელი გაანადგურა - საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა
მსოფლიო ლიდერების აკადემიური ხარისხი
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია