საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვა ორგანული კანონითაც აიკრძალება. უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებას მხოლოდ მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში შეძლებენ. გრძელვადიანი იჯარით გადაცემა კი დასაშვები იქნება. ორგანული კანონის მიღებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელზე გასხვისებას ახალი კონსტიტუცია კრძალავს. ახლა კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწის რესურსის განკარგვასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტების პაკეტის განხილვა დაიწყო“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან

 

"აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას ინფორმაციით, პარლამენტი ორ კანონპროექტზე მსჯელობს. ერთია ორგანული კანონი, რომელიც პრინციპების დონეზე არეგულირებს საკითხს და განსაზღვრავს მის შესაბამის კრიტერიუმებს, მეორე კი მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის შესახებ კანონია. მიწის საკუთრების უფლება ეძლევა უცხო ქვეყნის სუბიექტს, თუ ის არის დომინანტი, მთავრობის დისკრეციის ხარჯზე. მან უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა. წინა წლებში ხდებოდა მიწის გასხვისება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, ახალი კანონის მიხედვით კი, თუ აღნიშნული პირები ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს, მიწის ნაკვეთი უნდა გაასხვისონ", - აღნიშნა დანელიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. „ევროპული საქართველოს" წევრი, აგრარულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ იგი დისკრიმინაციულია. პრინციპულად წინააღმდეგნი ვართ იმისა, რომ შეიზღუდა ინვესტორებისათვის მიწის მიყიდვა. ეს გამოიწვევს მიწის ფასის ვარდნას და ბანკში ჩადების შემთხვევაშიც, შეფასება ბევრად ნაკლები იქნება. არის პატარ-პატარა დეტალებიც, რაშიც არ ვეთანხმებით აღნიშნულ ინიციატივას. მათ შორის უპირატესი შესყიდვის თემაა პრობლემური, ისევე როგორც მიწის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმების სისტემის ამოქმედება. უპირატესი შესყიდვა გულისხმობს, როცა ვინმე ბოლო წლების განმავლობაში უვლიდა მიწას და ამიტომ ენიჭება უპირატესობა შესყიდვისას მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეიძლება მეტსაც იხდიდეს და უკეთესი პროექტიც ჰქონდეს. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი დაბადებულნი უნდა იყვნენ საქართველოში, ან მემკვიდრეობით დაუტოვონ მიწა. ერთადერთი შემთხვევა კი, როცა მათთვის მიყიდვა შეიძლება, მთავრობის სპეციალური დადგენილებაა. ესეც არასწორია, რატომ უნდა წყვეტდეს ამას ერთი პირი, აქ კორუფციის საფრთხე ჩნდება", - განაცხადა "რეზონანსთან" დამენიამ“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"საქართველო არის იმ მცირემიწიანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მიწა არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი და მას გასაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ამით ხსნის საკუთარ პოციზიას და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას "ქართული ოცნება". შესაბამისად, ის, რაც მიუღებელია უმცირესობისათვის, მოსწონს საპარლამენტო უმრავლესობას. დეპუტატი გიგა ბუკია ამბობს, რომ გრძელვადიანი იჯარა კვლავ დასაშვებია, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა შეამციროს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა აღნიშნულმა კანონმა. მიყიდვის შესაძლებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ფაქტობრივად არ რჩება. იქნება მხოლოდ მემკვიდრეობითობა, ადამიანი შეიძლება არ იყოს ამ მომენტისათვის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ თუ მას შთამომავლობით დარჩება მიწა, მიეცემა დაკანონების უფლება. უნდა ითქვას, რომ არავითარი აკრძალვა არ არის გრძელვადიან იჯარასთან დაკავშირებით. მეტიც, არსებული ჩანაწერით, თავისუფლად გაიცემა კერძო პირებზე მიწა ხელშეკრულებით და თანხაც უნდა გადაეცეთ ერთიანად. შესყიდვის პროცესში იურიდიული პირების მონაწილეობისას კი მეწილეთა ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამ დროს იქნება შესაძლებელი მიყიდვის უფლება. ეს ორი ჩანაწერი აქარწყლებს არგუმენტს, თითქოს ინვესტიციებს ხელს შეუშლის აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა და ის რაიმე ფორმით დისკრიმინაციულია. ამის გამოც უმცირესობამ კანონპროექტის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ საქართველო არის იმ მცირემიწიან ქვეყანათა შორის, სადაც მიწა არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი. ეს აღუდგენელი რესურსია და ამიტომ განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა სჭირდება", - განაცხადა „რეზონანსთან" გიგა ბუკიამ“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...”
“გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”
"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება
ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე
ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში
"ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ " - ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში
“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც”
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე
“ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი
იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა
ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე
ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას
13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება
რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”