"თუ აფხაზეთს აღიარებთ, საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგრთავთ და სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებითო" - დავურეკე დიმიტრი მედვედევს და მოვუყევი სოლანას ნათქვამი“

ექსპერტი და ანალიტიკოსი სიმონ კილაძე საინტერესო ისტორიას ყვება ბელარუსის პეზიდენტის საპრესკონფერენციო გამოსვლიდან:

 

"ბატკამ" ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილზე და აფხაზეთზე ილაპარაკა. დღეს ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან 7-საათნახევარი ისაუბრა. მან ილაპარაკა საქართველოსთან ურთიერთობაზე ("რამდენიმე წლის წინ ვაჭრობა ნულზე იყო, ახლა 87 მილიონამდე ავიდა"), შეაქო მიხეილ სააკაშვილი ("მე ბევრ ლიდერთან პირადი მეგობრობა მაკავშირებს, მათ შორის ილჰამ ალიევთან და მიხეილ სააკაშვილთან. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მიხეილი პირდაპირ იბრძოდა ბელარუსის დასაცავად - ევროკავშირში, ამერიკაში. მას ისეთი ხასიათი აქვს, რომ ყველა დაარწმუნა - ეუბნებოდა, რომ თქვენ არ იცნობთ ბელარუსს, არ იცნობთ მის პრეზიდენტს, რატომ აწვებითო").

 

"ბატკამ" ილაპარაკა აფხაზეთთან დაკავშირებითაც: "პრინციპში, მე მზად ვიყავი იმ საღამოსვე ხელი მომეწერა ბრძანებულებაზე აფხაზეთის აღიარების შესახებ. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვუთხარი რუსებს: "კარგი, ვთქვათ და ვაღიარე, მაგრამ ხვალ რა იქნება?". ჰავიერ სოლანა, ნატოს ძველი გენმდივანი, ჩემთან - დიქტატორთან! - მოვიდა და მელაპარაკა. კარგა ხანს ვისაუბრეთ. მეუბნება: "თუ აფხაზეთს აღიარებთ, პირველ რიგში საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგრთავთ და სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებითო". კაცმა ყველაფერი გულწრფელად მითხრა. დავურეკე დიმიტრი მედვედევს და მოვუყევი სოლანას ნათქვამი. ვუთხარი, რომ თუ აფხაზეთს ვაღიარებ და ამის გამო სანქციებს გამომიცხადებენ, ამინაზღაურებთ თუ არა ეკონომიკურ ზარალს-მეთქი. და იცით რა მიპასუხა? "ნუ, ალექსანდრ გრიგორევიჩ, მე პრეზიდენტი ვარ, ეგ ჩემი კომპეტენციის საკითხი არ არის. ეგ ეკონომიკური საკითხია და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს უთხარი და მასთან ერთად გადაწყვიტეთო". ვაა, კაცო, ძალიან გავბრაზდი და ვეუბნები: "[ეეე, ბიჯო], მომისმინე...შენ თუ პრეზიდენტი ხარ, მეც პრეზიდენტი ვარ, [არაფერი შეგეშალოს]. შენ თუ არ შეგიძლია საკითხის მოგვარება და პრემიერთან მგზავნი, აბა, რაღაზე უნდა გელაპარაკო?".





მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა
ხატია დეკანოიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მოლდოვის პოლიციის უფროსად ინიშნება - იგი ამ ქვეყანას მხოლოდ ექსპერტული რჩევებით დაეხმარება
წინასწარი დასკვნის თანახმად, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომები გახდა
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
უკრაინაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიევის პეჩორსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა
პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობს - სიის თავში მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნომერი დავით საყვარელიძეა
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხმების 70.96 %-ით ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა
„ევროკავშირი მზად არის, მოლდოვას დემოკრატიულად ლეგიტიმურ მთავრობასთან იმუშაოს“
ლონდონში ლესბოსელ წყვილს ავტობუსში მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა
„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, ის კარგი მსახიობია, მაგრამ სახელმწიფოებრივი საქმეებით რომ დაკავდე, სხვა თვისებებია საჭირო“
მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა?
ალაბამის შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერი გეების დახოცვის მოწოდებით გამოვიდა
„ტრამპი ამერიკაში, ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი ბრიტანეთში იგივე რიტორიკას იყენებენ, როგორსაც მე-20 საუკუნის ფაშისტები“
„80 წლის შემდეგ რუსებმა გამოაქვეყნეს სსრკ-ს ისტორიიის ერთ-ერთი სამარცხვინო დოკუმენტის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის და მასზე დართული საიდუმლო პროტოკოლების ორიგინალის ფოტოასლი“
„ტყუილის დაბადების“ სახელით ცნობილი მანიფესტაცია ერევანში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაბადების დღეზე გაიმართა
„ნატაშა კარალიოვა, იქნებ შენც შეგიშვან ისტორიულ სამშობლოში? შენ ამის უფრო მეტი უფლება გაქვს, ვიდრე სააკაშვილს“
ქალაქები, სადაც დასაქმებულები ყოველთვიურად ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ
ინტერპოლმა პედოფილთა ქსელი გაანადგურა - საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა
მსოფლიო ლიდერების აკადემიური ხარისხი
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია